Грузинскому застолью присвоен статус памятника нематериальной культуры. Соответствующий приказ Национального агентства по сохранению культурного наследия опубликован на официальном сайте Законодательного вестника, передает Новости-Грузия.
«Присвоить статус памятника нематериального культурного наследия объекту нематериального культурного наследия – традиционному грузинскому застолью/культуре трапезы (картули супра)» , — говорится в документе, который вошел в силу после публикации.
В распоряжении отмечается, что оно может быть обжаловано «заинтересованной стороной» в течение месяца после официального ознакомления в министерстве культуры и охраны памятников Грузии.
Кроме грузинского застолья, статус нематериального памятника культуры в Грузии ранее был присвоен традиционной технологии выдерживания вина в квеври (большие глиняные сосуды), всем трем видам грузинского алфавита и грузинской национальной борьбе.
Агентство по охране культурного наследия руководствуется конвенцией ЮНЕСКО 2003 года о защите нематериального культурного наследия. Грузия присоединилась в конвенции в 2008 году, взяв на себя обязательство регистрировать и защищать образцы нематериальной культуры своей страны.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის
ბრძანება №2/20
2017 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
- მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა).“
- დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა;
- დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
- ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპირის ქუჩა №4).
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე