Президент Грузии поздравил юных жителей Грузии с днем защиты детей
. © 

Президент Грузии поздравил юных жителей Грузии с днем защиты детей

 
«Поздравляю с этим днем родителей, педагогов детсадов или школ – всех, кто посвятил свою жизнь воспитанию будущих поколений. Богатство и власть всего мира не стоят одной слезы ребенка – моральная максима, которой, думаю, мы должны измерять не только наше отношение к детям, но и любые наши шаги в личной, общественной или политической жизни»,- говорится в тексте поздравления Маргвелашвили.

«В Грузии не может быть праздничного настроения, пока в стране есть хотя бы один ребенок, который нуждается, голоден или которому больно.  Поэтому этот день – это призыв для нас, старшего поколения,   создать такую среду, где наши дети вырастут достойными, профессиональными гражданами», — отметил президент.

Международный день защиты детей отмечается уже почти 70 лет — с 1 июня 1950 года.

ძვირფასო ბავშვებო, გულითადად გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს!

ამ დღეს ვულოცავ მშობლებს, პედაგოგებს საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში — ყველას, ვინც თავისი ცხოვრება მომავალ თაობათა აღზრდას მიუძღვნა.

მთელი სამყაროს სიმდიდრე და ძალაუფლება არ ღირს ბავშვის ერთ ცრემლად — ესაა მორალური მაქსიმა, რომლითაც ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვზომავდეთ არა მხოლოდ ბავშვებთან ჩვენ მიმართებას, არამედ ჩვენ თითოეულ ნაბიჯს პირად, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. სადღესასწაულო განწყობა სრულფასოვანი ვერ იქნება, სანამ ჩვენ ქვეყანაში თუნდაც ერთ ბავშვს შია ან სტკივა, უჭირს სკოლაში სიარული ან არ აქვს ღირსეული საცხოვრებელი პირობები.

ამიტომ, ეს დღე მოწოდებაა ჩვენთვის, უფროსი თაობებისთვის, რათა შევქნათ იმგვარი გარემო, სადაც ჩვენი შვილები ღირსეულ, პროფესიონალ მოქალაქეებად გაიზდებიან, ყველა პირობა ექნებათ პირადი განვითარებისა და წინსვლისათვის. ეს ნიშნავს, რომ ბავშვებსა და მშობლებს, პედაგოგებს — ყველას, ვინც ბავშვებზე — ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ზრუნავს — სახელმწიფოსგან, კერძო სექტორისაგან, საზოგადოებისაგან — თითოეული ჩვენგანისაგან მეტი, კონკრეტულ ნაბიჯებში გამოხატული მხარდაჭერა სჭირდებათ.

ბედნიერებას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ ჩვენ შვილებს.