Пассажирами первого поезда, проследовавшего от Карса до грузино-турецкой границы стали глава Минэкономики Грузии Георгий Гахария и министр транспорта, судоходства и коммуникаций Турции Ахмет Арслан.
Вместе с министрами двух стран, в первом поезде прокатились руководители железных дорог Грузии, Турции и Азербайджана, говорится в сообщении министерства экономики и устойчивого развития.
«У нас большие ожидания от тех результатов, которые должно принести задействование железнодорожной линии Баку-Тбилиси-Карс как Грузии, Турции и Азербайджану, так и странам региона. Я надеюсь, что этот важный проект скоро заработает», — сказал Георгий Гахария в ходе визита в Турцию.
В модернизированном поезде, предоставленном турецкой стороной, прошла расширенная встреча сторон, на которой обсуждалась реализация проекта, а также вопросы по еще большему углублению и расширению экономических отношений стран, участвующих в проекте.
«Цель нашей встречи — посмотреть, на каком мы этапе и когда этот проект можно задействовать. У это проекта большие масштабы, он получает региональную нагрузку, и подтверждение этому присутствие здесь наших коллег из Казахстана», — сказал глава Минэкономики Грузии.
Гахария выразил уверенность, что к проекту подключатся все больше стран, соответственно и экономический эффект будет больше.
После расширенной встречи делегации четырех стран на территории Грузии осмотрели контейнерный терминал, построенный на железнодорожном участке Ахалкалаки-Карцахи, и строящийся вокзал в Ахалкалаки, где уже ведутся внутренние отделочные работы.
Железная дорога Баку-Тбилиси-Карс строится на основании азербайджано-грузино-турецкого межгосударственного соглашения. Реализация проекта началась в 2008 году. В рамках проекта строится железнодорожная линия от станции Ахалкалаки в Грузии до железнодорожной станции в городе Карс.
Общая протяженность дороги составит 826 километров. Пиковая пропускная способность коридора оценивается в 17 миллионов тонн грузов ежегодно, на начальном этапе эксплуатации коридора этот показатель будет находиться на уровне одного миллиона пассажиров и 6,5 миллиона тонн грузов в год.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება
„ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს იმ შედეგების, რაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ამოქმედებამ უნდა მოუტანოს როგორც საქართველოს, თურქეთს და აზერბაიჯანს, ასევე რეგიონის ქვეყნებს. იმედი მაქვს, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი მალე ამუშავდება“ — ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ თურქეთში ვიზიტისას განაცხადა. გიორგი გახარია ყარსში თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს, აჰმეთ არსლანს შეხვდა და მასთან ერთად ყარსიდან საქართველო-თურქეთის საზღვრამდე პირველი მატარებლით იმგზავრა ახალ სარკინიგზო მონაკვეთზე, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტისთვის აშენდა. ორი ქვეყნის მინისტრებთან ერთად საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის რკინიგზის ხელმძღვანელები, თურქეთის სამთავრობო და კერძო უწყებების ასზე მეტი წარმომადგენელი და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. მოდერნიზებულ მატარებელში, რომელიც თურქეთის მხარემ უზრუნველყო, მხარეებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს, სადაც პროექტის მიმდინარეობა განიხილეს და ისაუბრეს მასში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარების საკითხებზე.„ჩვენი შეხვედრის მიზანია, ვნახოთ, რა ეტაპზე ვართ და როდის შეიძლება ეს პროექტი ამოქმედდეს, რადგან სამივე ქვეყანას დიდი მოლოდინი გვაქვს იმ შედეგების, რაც ამ რკინიგზის ამოქმედებამ უნდა მოგვიტანოს. ამ პროექტს აქვს დიდი მასშტაბი, ის იძენს რეგიონალურ დატვირთვას და ამის დასტურია ყაზახეთიდან ჩვენი კოლეგის აქ ყოფნაც. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტში კიდევ უფრო მეტი ქვეყნები ჩაერთვებიან და იქნება უფრო დიდი ეკონომიკური ეფექტი. გამოვთქვამ, სურვილს, რომ რაც შეიძლება მალე ამუშავდეს ეს პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური წინსვლის გაძლიერებას“ — განაცხადა გიორგი გახარიამ და თურქეთის ტრანსპორტის მინისტრს მასპინძლობისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.„ეს არის ისტორიული პროექტი და დღეს ჩვენ ყველა ვართ ამ ისტორიული ფაქტის მომსწრეები, როდესაც საშუალება გვეძლევა პირველად ვიმგზავროთ ახალ ხაზზე მატარებლით. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი, სამი სახელმწიფოსთვის, მისი წყალობით საშუალება გვეძლევა განვავითაროთ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები. მოგეხსენებათ, რომ პროექტი დაიწყო აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის, მისი რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ემატება ყაზახეთი და თურქმენეთი და მთლიანად აბრეშუმის გზა ლონდონიდან პეკინამდე გადაიჭიმება. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას როგორც ჩვენს, ასევე რეგიონის ქვეყნებს შორის, შესაბამისად, მოკლე ვადაში ვაპირებთ ამ პროექტის დასრულებას და გახსნას“ — აღნიშნა თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა.ოთხი ქვეყნის დელეგაციებმა, გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე, ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე აშენებული საკონტეინერო ტერმინალი და ახალქალაქის ვაგზალი დაათვალიერეს, სადაც უკვე დასრულებულია კონსტრუქციების მშენებლობა და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გახსნის ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ერთად ჩამოსულები არიან ყაზახი კოლეგები. ჩვენ თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად ჩამოყალიბებული გვაქვს ასოციაცია „შუა დერეფანი,“ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც დააკავშირებს შუა აზიის ქვეყნებს ჩვენს რეგიონთან, თურქეთთან, ჩინეთს დააკავშირებს ჩვენი რეგიონისა და ევროპის ბაზრებთან. ჩვენი შეხვედრის მიზანია, რომ გავეცნოთ პროგრესს, რომელიც არსებობს როგორც თურქეთის მხარეს, ასევე საქართველოს მონაკვეთზე და გამოვთქვამთ იმედს, რომ უახლოეს მომავალში ამ დერეფანს უკვე პირველი ბლოკმატარებელი გაივლის“ — განუცხადა ჟურნალისტებს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელმა, მამუკა ბახტაძემ.ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა 2015 წლის 29 იანვარს გაიარა. ამჟამად პროექტის უდიდესი ნაწილი დასრულებულია და მისი ამოქმედება უახლოეს პერიოდში იგეგმება.#ეკონომიკა2017
Gepostet von ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო am Mittwoch, 19. Juli 2017