Патриарх Феофил Третий наградил премьер-министра Грузии золотым крестом с короной и звездой
. © 

Патриарх Феофил Третий наградил премьер-министра Грузии золотым крестом с короной и звездой

Патриарх Святого града Иерусалима и всея Палестины Феофил Третий наградил премьер-министра Грузии Георгия Квирикашвили золотым крестом с короной и звездой, говорится в сообщении на сайте администрации правительства Грузии.

«Ваша страна и народ – Грузия и грузины имеют особую связь с Иерусалимом, Святой землей и Иерусалимской Патриархией. Согласно преданию, святая Нино, просветительница вашей страны, была племянницей Иерусалимского патриарха Ювенала. Кроме того, нас связывает много других исторических и культурных факторов. Иерусалимская Патриархия сыграла большую роль в защите православия», — сказал Феофил Третий.

В свою очередь премьер Грузии подчеркнул вклад Патриарха Иерусалима в сохранение мира и стабильности в регионе.

«Позвольте мне пригласить вас в Грузию. Правда, Католикос-Патриарх уже пригласил вас в Грузию, но мы также будем рады принять вас лично», — сказал Квирикашвили, обращаясь к Феофилу Третьему.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III-მ გვირგვინიანი ოქროს ჯვრით, გვირგვინითა და ვარსკვლავით დააჯილდოვა. პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქისგან მსგავსი ჯილდო უმაღლესი თანამდებობის პირმა პირველად მიიღო.
თეოფილოს III-მ აღნიშნა, რომ მისთვის, წმინდა მიწაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მასპინძლობა დიდი პატივია.
«თქვენს ქვეყანას და ხალხს — საქართველოსა და ქართველებს განსაკუთრებული კავშირი აქვთ იერუსალიმთან, წმინდა მიწასა და იერუსალიმის საპატრიარქოსთან. გადმოცემის თანახმად, წმინდა ნინო, თქვენი ქვეყნის განმანათლებელი, იყო იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დისშვილი. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ ბევრი სხვა ისტორიული და კულტურული ფაქტორი გვაკავშირებს. იერუსალიმის საპატრიარქომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მართლმადიდებლობის დაცვაში», — ბრძანა პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა თეოფილოს მესამის წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიწვევა გადასცა.

«ნება მომეცით, მოგიწვიოთ საქართველოში. მართალია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უკვე მოგიწვიათ საქართველოში, მაგრამ მოხარული ვიქნებით, პირადადაც გიმასპინძლოთ», — მიმართა პრემიერმა პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქს.