Основные очаги возгорания в Боржоми-Харагаульском лесу локализованы, однако в определенных местах все еще есть опасность распространения огня, сообщает министерство по защите окружающей среды и природных ресурсов Грузии.
«На данный момент основные очаги пожара локализованы, однако в определенных местах все еще остается опасность распространения огня. С утра работу возобновили шесть вертолетов. Спасательно-пожарные бригады, лесники, полицейские продолжают работать в 24-часовом режиме», — говорится в сообщении министерства, опубликованном на его сайте.
После полной ликвидации пожара Национальное лесное агентство изучит территорию, на основе чего будут запланированы последующие работы.
გარემოს დაცვის სამინისტრო
ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა. მთელი ღამის განმავლობაში ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა. ამ დროისთვის ადგილზე 6 ვერტმფრენი მუშაობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი. სტიქიის ზონაში იმყოფება 120-მდე მეტყევე, 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე მეხანძრე-მაშველი სომხეთიდან, რომლებიც ქართველ მეხანძრეებს ეხმარებიან. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ბელორუსიდან გამოგზავნილი მძიმე ტექნიკაც.
„ჩვენ ამ სტიქიას ერთობლივად უცილებლად დავამარცხებთ. შტაბი აგრძელებს 24 საათის განმავლობაში მუშაობას, ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ცეცხლი ბოლომდე ჩავაქროთ. სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაქრება შტაბი გააგრძელებს დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობას. ჩვენ ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავამარცხებთ ამ სტიქიას. უნდა შევიმუშაოთ ტყის აღდგენის პროგრამა, რომლის შემუშავებაში ჩავრთავთ ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებას, დარგის სპეციალისტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს. უნდა შეიქნას ფონდიც, სადაც მოზიდული იქნება ყველა საჭირო რესურსი, აუცილებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად. უკვე გამოითქვა არაერთი კერძო ინიციატივა ტყის საფარის აღდგენის მიმართულებით, რაც მისასალმებელია. როგორც ერთად ვამარცხებთ სტიქიას, ასევე ერთად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს“ — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდგომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო დაუყონებლივ დაიწყებს ტერიტორიის შესწავლას, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება განსახორციელებელი ღონისძიებები.