Георгий Маргвелашвили и Жан-Клод Юнкер договорились о создании нового, высшего уровня формата сотрудничества. Стороны уже начинают работать над формированием нового формата. Новый этап сотрудничества подразумевает переход на высший формат отраслевого сотрудничества», — сказано в заявлении администрации президента Грузии .
По данным администрации, стороны подчеркнули достигнутый в сотрудничестве и отношениях за 2017 год успех, отметили достижения Грузии как ведущей страны программы «Восточного партнерства» и заявили о необходимости продолжения в Грузии институциональных демократических реформ.
ევროკავშირი და საქართველო ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატზე გადადიან, — შეთანხმება გიორგი მარგველაშვილსა და ჟან-კლოდ იუნკერს შორის შედგა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ევროკავშირი-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნაზე შეთანხმდნენ. მხარეები მუშაობას ახალი ფორმატის ფორმირებაზე უკვე იწყებენ. ურთიერთობების ახალი ეტაპი დარგობრივი თანამშრომლობის უმაღლეს ფორმატზე გადასვლას ითვალისწინებს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ევროკომისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის აქტიური და პოზიტიურია თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში და გასული წელი დინამიკური პროგრესით გამოირჩეოდა. საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ, ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოს დელეგაციას გაფართოებული შემადგენლობით შეხვდა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო რეჟიმის ბოლო დროინდელ აგრესიულ ქმედებებს, მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ტრაგიკული სიკვდილისა და ორი მოქალაქის დაკავების გამო. საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც «აღმოსავლეთ პარტნიორობის» მოწინავე ქვეყნის მიღწევებს, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგს, ინსტიტუციური, დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
მხარეებმა ვიზალიბერალიზაციის პროცესზე გაამახვილეს ყურადღება. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, გადაიდგას ყველა საჭირო ნაბიჯი პარტნიორებთან ერთად უვიზო მიმოსვლის პროცესში გართულებების თავიდან ასაცილებლად.
საქართველოს პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერი ევროკომისიის პრეზიდენტი 26 მაისს პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია.