Новая инициатива премьер-министра Грузии для жителей Абхазии и Цхинвальского региона
. © 

Новая инициатива премьер-министра Грузии для жителей Абхазии и Цхинвальского региона

Премьер-министр Грузии Георгий Квирикашвили выступил с новой инициативой под названием «Шаг к лучшему будущему», которая направлена на улучшение гуманитарного и социально-экономического положения жителей Абхазии и Цхинвальского региона.

«Это новая мирная инициатива — «Шаг к лучшему будущему». В рамках политики примирения и включенности власти Грузии предпринимают конкретные шаги, цель которых улучшение гуманитарного и социально-экономического положения жителей в Абхазии и Южной Осетии, а также поощрение контактов, поездок, установление отношений, основанных на общих интересах», — отметил Квирикашвили.

Власти Грузии тем самым подтверждают, что мирный курс, цель которого восстановление доверия и активизация процесса примирения, непоколебим, отметил премьер.

Пакет законодательных изменений для осуществления мирной инициативы, разработанный правительством Грузии и парламентским большинством, предусматривает три основных направления.

«Первое — это расширение и упрощение торговли вдоль разделительных линий путем создания новых возможностей. В рамках инициативы через административные разделительные линии будет возможна поддержка и поощрение индивидуальных и общих бизнес-инициатив, связанных с торговлей», — заявил Квирикашвили.

Второе – это создание дополнительных возможностей для получения качественного образования и упрощение доступа к каждой ступени образования как внутри страны, так и за ее пределами.

«Для нас важна молодежь, их образование и благополучие по обе стороны разделительной линии. Это именно то поколение, которое должно жить вместе в объединенной Грузии и участвовать в процессе строительства страны», — отметил Квирикашвили.

Третье – это создание такого механизма, с помощью которого будет упрощен доступ к тем благам и выгодам, которые стали доступны в результате развития Грузии, в том числе на пути евроинтеграции, среди них право на безвизовое сообщение и свободная торговля, отметил премьер.

მთავრობის დღევანდელი სხდომა მინდა დავიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე გახლავთ უალტერნატივო ნაბიჯი.

ეს არის ახალი სამშვიდობო ინიციატივა — „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.

ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ღია განაცხადი, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო აუცილებლად გაგრძელდება და ეს არის მიუხედავად უამრავი გამოწვევისა ჩვენი ურყევი კურსი, რომელიც თანმიმდევრულად გაგრძელდება. ეს არის ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ გამოწვევებს და რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესის გააქტიურებას.

სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის შემუშავებაში მთავრობასთან ერთად ჩართული იყო ასევე საპარლამენტო უმრავლესობაც, სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს:

პირველი — გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;

ინიციატივის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გავლით ვაჭრობასთან დამაკავშირებელი ინდივიდუალური და საერთო ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება.

მე-2 — ეს გახლავთ ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდები, მათი განათლება და კეთილდღეობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ეს არის სწორედ ის თაობა, რომელმაც უნდა იცხოვროს ერთად გაერთიანებულ საქართველოში და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მშენებლობის პროცესში.

მე-3 გახლავთ ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა, ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.

სხდომის შემდეგ ქეთევან ციხელაშვილი ჩაატარებს ბრიფინგს, სადაც დამატებით ამ ინფორმაციას გაშლის, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის დეტალებში გახდეს ცნობილი ეს საკითხი. მე გთხოვთ, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ყველას ჩართულობა ამ ინიციატივის განხორციელებისას. ჩართულობის გარეშე ძალიან რთული იქნება ასეთი ფუნდამენტური ინიციატივების წარმატებით განხორციელება.