Правила похорон людей скончавшихся от COVID-2019 в Грузии
. © 

Правила похорон людей скончавшихся от COVID-2019 в Грузии

Национальный центр контроля заболеваний и общественного здоровья Грузии обнародовал правила похорон людей, скончавшихся от новой коронавирусной инфекции COVID-2019.

В Грузии пока не зафиксировано смертей от коронавируса. К этому времени инфекция обнаружена у 85 человек, 14 из которых выздоровели.

Согласно опубликованным на сайте ведомства рекомендациям, сразу после смерти с тела уберут все медицинские приспособления и его поместят в специальный мешок с указателем о вирусной угрозе.

Тело отправят в морг и в течение часа оповестят родственников и бюро ритуальных услуг.

В гробу тело будет в мешке, который нельзя вскрывать для бальзамирования и другого контакта.

При этом покойник должен быть похоронен в последующие 72 часа без организации многолюдных панихид и поминок.

Вскрывать тело для патологоанатомического обследования запрещено без особых показаний.

Все люди, имеющие контакт с телом погибшего, должны быть в хирургических перчатках в два слоя, одноразовых водонепроницаемых халатах, в очках и щитах, хирургических масках или респираторах с защитой 95, в бахилах и в медицинском защитном костюме.

დანართი N16
ინფექციის კონტროლის ღონისძიებები ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) დაინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების დროს

ინფექციის კონტროლის ღონისძიებები COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების დროს

კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის გარდაცვალების შემთხვევის მართვის დროს დაცული უნდა იყოს ინფექციის კონტროლის შემდეგი ღონისძიებები:
1. COVID-19-ით დაინფიცირებული, ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, გვამი უნდა დაფაროს ზეწრით და მოთავსდეს წყალგაუმტარ გვამის ჩანთაში, მაჯაზე გაუკეთდეს საიდენტიფიკაციო ინფორმაციის შემცველი მინიშნება, შემდგომ ჩანთა შეიკრას მჭიდროდ თავიდან ბოლომდე ელვა-შესაკრავის საშუალებით, ისე, რომ გამოირიცხოს გვამის სითხეების გამოჟონვის შესაძლებელობა; გვამის მაიდენტიფირებელი ინფორმაცია (მაჯაზე გაკეთებულის იდენტური) უნდა დაერთოს (სპეციალური სამაგრით, ან ჯიბის საშუალებით) გვამის ჩანთას გარედან. გვამის ჩანთაში ჩადების წინ საჭიროა დაცული იქნეს შემდეგი წესები:
⦁ გვამიდან ფრთხილად უნდა იქნეს მოშორებული კათეტერები, მილები და დრენაჟები; მათი ამოღების ადგილს უნდა ჩაუტარდეს დეზინფიცირება 1%-იანი ჰიპოქლორიტით;
⦁ გვამიდან მოცილებული ბასრი საგნები (მაგ. სისხლძარღვშიგა კათეტერები) უნდა მოთავსდეს ბასრი საგნების კონტეინერში;
⦁ ბიოლოგიური სითხეების გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით დახშულ უნდა უნდა იქნეს პირის ღრუ და ცხვირის ნესტოები;
⦁ გვამის დამუშავების დროს წარმოქმნილი ყველა ნარჩენი უნდა განთავსდეს ინფექციური ნარჩენების კონტეინერში.

2. შემდგომ ხდება გვამის ჩანთის ტრანსპორტირება სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში, სადაც ჩანთას გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო.
3. გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში უნდა მოხდეს გვამის ჩანთის გარე ზედაპირის დეზინფიცირება.

4. დროებითი დაყოვნების სათავსში გვამის განთავსებიდან არაუმეტეს 1 საათის განმავლობაში უნდა ეცნობოს შესაბამის სარიტუალო/დამკრძალავ სამსახურსა და ოჯახის წევრებს გარდაცვალების ფაქტის დადგომასა და დროული გადასვენების აუცილებლობის თაობაზე.
5. ოჯახის წევრები და სარიტუალო/დამკრძალავი სამსახური ინფორმირებული უნდა იყვნენ ინფექციის გავრცელების საფრთხისა და საჭირო ღონისძიებების თაობაზე:

⦁ გვამის გადასვენება ხორციელდება სასახლით, რომელშიც იგი თავსდება გვამის ჩანთით, რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია;
⦁ საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 სთ-ის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.

6. COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს გვამის ბალზამიერება და ნებისმიერი დამატებითი კონტაქტი, მათ შორის პათოლოგ-ანატომიური გაკვეთა; ამ უკანასკნელის აუცილებლობის შემთხვევაში, მკაცრად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები.

გვამის დროებითი დაყოვნების სათავსი

1. გვამის დროებითი დაყოვნების სათავსი განთავსებული უნდა იყოს დაწესებულების სხვა სივრცეებისგან იზოლირებულ და ტრანსპორტისთვის ადვილად მისადგომ სივრცეში.
2. სათავსის კედლები და იატაკი დაფარული უნდა იყოს რეცხვისა და დეზინფექციისადმი გამძლე მასალით.
3. გვამის დროებითი დაყოვნების სათავსი აღჭურვილ უნდა იყოს გამართულად მოფუნქციონირე ვენტილაციით.
4. გამორიცხული უნდა იყოს გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში იმ პირების (მათ შორის სამედიცინო პერსონალის) დამოუკიდებლად მოხვედრა, რომელთა საქმიანობა პირდაპირ არ უკავშირდება სათავსის ფუნქციონირებას.
5. თითოეული მიცვალებულის გადასვენების შემდგომ ხორციელდება სათავსის, აგრეთვე გვამის სატრანსპორტო ან განსათავსებელი ურიკებისა და ზედაპირების დასუფთავება და დეზინფექცია.
ინდივიდუალური დაცვის საშუალებები
სამედიცინო დაწესებულების, პროზექტურის, დამკრძალავი/სარიტუალო სამსახურების ყველა თანამშრომელი, რომელსაც შეხება შეიძლება ჰქონდეს COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევის გამო გარდაცვლილის გვამთან აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის სპეციალური საშუალებებით:
⦁ ორმაგი ქირურგიული ხელთათმანები, რომლებიც დაფარულია გაჭრის მიმართ მდგრადი ბადისებრი ხელთათმანების ფენით, ან სამეურნეო/სქელი ხელთათმანი
⦁ სითხეგაუმტარი ერთჯერადი ხალათი
⦁ ინდივიდუალური დაცვის სათვალე და სახის დამცავი ფარი
⦁ ქირურგიული ნიღაბი, ან რესპირატორი
⦁ ბახილები
⦁ სამედიცინო ჩაჩი
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სრული ნაკრები გამოიყენება გვამის მართვის ყოველ ეტაპზე; განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამედიცინო მომსახურების სივრცეებში (პალატა, დარბაზი) გვამის სპეციალურ ჩანთაში მოთავსებისა და ტრანსპორტირების ეტაპზე მათ სწორად გამოყენებასა და უსაფრთხოების სათანადო ზომების დაცვას.
პათოლოგ-ანატომიური სამსახური
1. COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევაში, მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს გვამის პათოლოგ-ანატომიური გაკვეთა; ამ უკანასკნელის აუცილებლობის შემთხვევაში, მკაცრად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები.
2. COVID-19-ის ინფექციით გარდაცვლილი ადამიანების ცხედრების პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთა განახორციელეთ პროზექტურაში, რომელსაც ჰაერის ცირკულაციის სათანადო სისტემა გააჩნია. ეს მოიცავს სისტემებს, რომლებიც ინარჩუნებს ჰაერის უარყოფით წნევას მიმდებარე ტერიტორიებთან შედარებით და რომლებიც უზრუნველყოფს საათში არანაკლებ ჰაერის ექვსჯერად ცვლას (არსებულ შენობებში) ან ჰაერის თორმეტჯერად ცვლას (ახალ ან გარემონტებულ შენობებში) (დარწმუნდით, რომ ოთახიდან ჰაერი პირდაპირ გარეთ გაედინება, ან რეცირკულაციის შემთხვევაში, გამოიყენება მაღალი ეფექტური HEPA ჰაერის ფილტრები).
3. გაკვეთის პროცედურების სხვადასხვა ეტაპებზე აეროზოლის წარმოქმნის მუდმივი ალბათობის გამო, სასუნთქი ორგანოები დაცვის უზრუნველსაყოფად გამოიყენება რესპირატორი (მაგ., N95); ამასთან, ისეთი იარაღები, როგორიც ხერხია, აღჭურვილი უნდა იყოს ვაკუუმური საფარით გამონაფრქვევი შეკავების მიზნით.
4. პროზექტურიდან გასვლამდე მოიხსენით ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და დაიცავით უტილიზაციის შესაბამისი მოთხოვნები. შესაძლებლობის შემთხვევაში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოხსნის შემდეგ ხელები ყოველთვის საპნით და წყლით დაიბანეთ. უზრუნველყავით, რომ ხელის ჰიგიენური საშუალებები (მაგ. ნიჟარა, თხევადი საპონი, ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ქაღალდი, ალკოჰოლზე დამზადებული ხელის სანიტაიზერი) ხელმისაწვდომი იყოს გამოყენების ადგილზე (მაგ. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოხსნის ადგილზე ან მის სიახლოვეს).

5. აუტოფსიის ოთახში მყოფი პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
⦁ ორმაგი ქირურგიული ხელთათმანები, რომლებიც დაფარულია გაჭრის მიმართ მდგრადი ბადისებრი ხელთათმანების ფენით
⦁ ქირურგიული კოსტიუმი, რომელსაც ჰაერგაუმტარი ხალათის ან წინსაფრის ქვეშ იცვამენ
⦁ ინდივიდუალური დაცვის სათვალე / სახის დამცავი ფარი
⦁ ბახილები
⦁ სამედიცინო ჩაჩი
⦁ რესპირატორი ((მაგ., N95)

6. აუცილებელია სათავსების ზედაპირების წმენდისა და დეკონტამინაციის პროცედურების ზედმიწევნით დაცვა.
7. აუცილებელია მომსახურე პერსონალისა და სამუშაო გარემოს მონიტორინგი და ზედამხედველობა.

დამატებითი ინფორმაცია:
www.moh.gov.ge
ცხელი ხაზი: 1505

www.ncdc.ge
ცხელი ხაზი: 116001