В нынешнем году в Тбилиси будет посажено 80 000 деревьев. Ажиотаж наших оппонентов в связи с тем, что посаженные деревья засохли, не соответствует истине, заявил мэр Тбилиси Давид Нармания на сегодняшнем заседании столичного правительства.
«Сезон озеленения проходит в интенсивном режиме. В нынешнем году мы планируем посадить 80 тысяч деревьев. Нами объявлены тендеры, которые так же предусматривают уход за растениями», – отметил мэр.
თბილისში საშემოდგომო რგვები იწყება
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე გამწვანების მიმართულებით ქალაქში დაგეგმილი სამუშაოებზე ისაუბრა.
დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ გამწვანების ღონისძიებები დაგეგმილია ქალაქის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში, ასევე, სკვერებსა და პარკებში. თბილისის მერის თქმით, დაირგვება დიდი ზომის ხეები და აღდგება დაზიანებული კორომები. საშემოდგომო რგვები მიმდინარე კვირაში დაიწყება.
თბილისის მერმა, ასევე, აღნიშნა, რომ ვერეს ხეობაში დარგული ხეების თითქმის 90%-მა გაიხარა, ხოლო იმ ნაწილს, რომელიც გახმა, კონტრაქტორი კომპანია ნოემბრის პირველ ნახევარში ჩააცვლებს.
„ვერეს ხეობაში, სადაც ჩვენ დიდი ზომის 4 700 ერთეული ხე დავრგეთ, დიდმა ნაწილმა გაიხარა. დარგის სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ დარგული ხეების, დაახლოებით, 80% გაიხარებდა. თუმცა, ჩვენ გვაქვს გაცილებით უკეთესი სურათი — უპრეცედენტო მოვლის პირობებში, გაიხარა დარგული მცენარეების, თითქმის, 90-მა პროცენტმა. ნერგებს, რომლებიც გახმა, კონტრაქტორი კომპანია ნოემბრის პირველ ნახევარში ჩაანაცვლებს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.