Site icon ТБИЛИССКАЯ НЕДЕЛЯ

Мэр Тбилиси поручил городским службам подготовиться к зиме

Мэр Тбилиси Давид Нармания в связи с резким похолоданием поручил городским службам подготовиться к зиме. В последние дни на территории Грузии, в том числе и Тбилиси резко похолодало.

«Поручаю «Тбилсервис групп» подготовить технику и соответствующие средства по уходу за дорогами в зимний сезон, чтобы максимально избежать вызванных осадками препятствий. Также в связи с приближением зимнего сезона и понижением температуры поручаю районным администрациям обеспечить дровами ту часть населения, которая является социально незащищенной или у них нет возможности отапливаться», — сказал Нармания.

Мэр также поручил Агентству по управлению детскими садами Тбилиси проверить системы отопления во всех воспитательных учреждениях. «Все учреждения обеспечены отоплением. Однако необходимо проверить отопительные средства, и до наступления зимы еще раз провести соответствующие работы. Поэтому эти работы должны быть проведены в ближайшие дни», — сказал Нармания на заседании мэрии.

თბილისის მერია, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას იწყებს

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, რაიონულ გამგეობებს, „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა“ და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შესაბამისი დავალებები მისცა.

დავით ნარმანიას განცხადებით,  უხვი ნალექის მოსვლისთანავე, „თბილსერვის ჯგუფმა“ ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო მუშაობა, გაიწმინდა გზები და დაიყარა ტექნიკური მარილი. ასევე, კოჯორში მცხოვრები მოსახლეობა მყისიერად იქნა შეშით უზრუნველყოფილი.

„შპს „თბილსერვის ჯგუფს“ ვავალებ, მოამზადოს ტექნიკა და შესაბამისი საშუალებები ზამთრის სეზონზე გზების მოვლა-პატრონობასთან და შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებით, რათა გადაადგილებისას მაქსიმალურად ავიცილოთ ნალექისგან გამოწვეული შეფერხებები. ასევე, ზამთრის სეზონის მოახლოებასა და შესაბამისად, ტემპერატურის კლებასთან დაკავშირებით, ვავალებ რაიონულ გამგეობებს,  მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სოციალურად დაუცველია და არ გააჩნია გათბობის შესაძლებლობა, უზრუნველყონ  შეშით“, — განაცხადა თბილისის მერმა.

დღესვე  „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ყველა სააღმზრდელო დაწესებულების შემოწმება დაევალა.

„საბავშვო  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ვავალებ, შეამოწმოს ყველა საბავშვო ბაღი და ბაღებში არსებული მდგომარეობა. ჩვენ სააღმზრდელო დაწესებულებები მოვიყვანეთ მწყობრში და ყველგან არის გათბობა უზრუნველყოფილი. თუმცა, გათბობის საშუალებების შემოწმება და კიდევ ერთხელ ზამთრის დადგომამდე შესაბამისი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია. ამიტომ ეს სამუშაოები უახლოეს დღეებში უნდა განხორციელდეს“, — განაცხადა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე.

Exit mobile version