По информации МВД Грузии, на церемонии открытия центра присутствовали директор департамента по сокращению совместных угроз (DTRA) Агентства по сокращению военных угроз США Элизабет Джордж, замминистра внутренних дел, начальник пограничной полиции Грузии Зураб Гамезардашвили, представители посольства США.
Как заявил глава МВД Грузии, новый центр — уникальный проект, технологическую поддержку которого обеспечивает Служба госбезопасности. «Это первый случай, когда подобная система наблюдения внедряется на государственной границе Грузии. Ее цель — усиление безопасности и улучшение контроля границы, что, в свою очередь, будет способствовать выявлению и пресечению транспограничных преступлений и незаконной миграции», — подчеркнул Мгебришвили.
Открытие в Грузии нового центр управления системой электронного мониторинга профинансировал департамент DTRA в рамках проекта улучшения возможностей зеленой границы. Цель этого проекта — развитие инфраструктуры кинологической службы пограничного сектора и погранполиции, а также оснащение грузино-армянского участка государственной границы современной системой видеонаблюдения.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო სექტორ „სადახლოზე“ ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრი გახსნეს.
გახსნის ცერმონიას აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ერთობლივი საფრთხეების შემცირების დეპარტამენტის (DTRA) დირექტორი ელიზაბეტ ჯორჯი, შს მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი, საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
„დღეს ჩვენ, DTRA-ს მხარდაჭერით, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე ვხსნით ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრს. ელექტრონული დაკვირვების სისტემის მოწყობა უნიკალური პროექტია, რომლის ტექნოლოგიურ მხარდაჭერასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი ტიპის სამეთვალყურეო სისტემა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაინერგა. მისი მიზანია საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერება და გაუმჯობესებული კონტროლი, რაც, თავის მხრივ, ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და უკანონო მიგრაციის შემთხვევების გამოვლენას და აღკვეთას შეუწყობს ხელს“, — განაცხადა ღონისძიებაზე გიორგი მღებრიშვილმა.
მართვის ცენტრის მოწყობა DTRA-ს მიერ დაფინანსებული მწვანე საზღვრის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროექტის მიზანია სასაზღვრო სექტორებისა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიური სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების თანამედროვე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით აღჭურვა.