За развитие отношений между Грузией и Великобританией в прошлом политического секретаря посольства наградили Превосходнейшим Орденом Британской Империи.
По распоряжению королевы Великобритании Елизаветы II представительницу правящей партии «Грузинская мечта – демократическая Грузия» Софо Кацарава наградили Превосходнейшим Орденом Британской Империи за 11 лет работы в посольстве.
Торжественная церемония награждения состоялась накануне в посольстве Великобритании в Грузии, где присутствовал премьер-министр страны, глава правящей партии Георгий Квирикашвили.
«Я рад, что Софико присоединилась к нашей команде, члены которой уверены, что ее деятельность в парламенте будет не менее примечательной. Я уже могу заявить, что Софико является движущей силой для многих благоприятных событий, происходящих в партии», — сказал Квирикашвили.
Посол Великобритании в Грузии Джастин Маккензи вручил награду Кацарава и отметил ее заслуги в развитии отношений между Грузией и Великобританией и углубление связей в сфере образования. Софо Кацарава была политическим секретарем посольства Великобритании в Грузии.
На парламентских выборах в Грузии, которые состоялись 8 октября, она стала девятым номером избирательного списка правящей партии «Грузинская мечта – демократическая Грузия». По версии СМИ, именно она возглавит комитет по внешним связям в новом законодательном органе страны.
Превосходнейший орден Британской империи — рыцарский орден, созданный британским королём Георгом V 4 июня 1917 года. Орден состоит из пяти классов гражданского и военного подразделений.
სოფიკო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი (MBE) გადაეცა
დედოფალ ელისაბედის განკარგულებით, “ქართული ოცნების“ წევრს, სოფიკო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი (MBE) გადაეცა – ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიას, რომელიც დღეს დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი სოფიკო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმიტმა გადასცა. მისი განმარტებით, სოფო ქაცარავას ჯილდო მიენიჭა იმ განსაკუთრებული საქმიანობისთვის, რომელიც მან დიდი ბრიტანეთის საელჩოში 11-წლიანი მოღვაწეობის დროს, საქართველოს და ბრიტანეთს შორის კავშირების განვითარებისა და საგანმანათლებლო ურთიერთობების გასაღრმავებლად გასწია.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ წევრს დამსახურებული ჯილდო მიულოცა და მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის საელჩოს სოფიკო ქაცარავას საქმიანობის აღიარებისთვის.
„მინდა, მადლობა მოვახსენო ბრიტანეთის საელჩოს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის საგანმანათლებლო პარტნიორობისა და სტრატეგიული გაცვლების სფეროებში სოფიკოს საქმიანობის ამ მნიშვნელოვანი აღიარებისთვის. ამ საქმიანობას სოფიკო ახორციელებდა ბრიტანეთის საელჩოში მუშაობის 11 წლის განმავლობაში. მადლობას მოვახსენებ დიდი ბრიტანეთის ელჩებს, რომლებმაც დააფასეს სოფიკოს შრომა ამ შედეგების მისაღწევად, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ელჩს, ალექსანდრა ჰოლ ჰოლს, საქართველოს დიდ მეგობარს. ასევე მადლობას მოვახსენებ ბატონ ელჩს, ჯასთინ მაქენზი სმიტს ასეთი ბრწყინვალე ღონისძიების მასპინძლობისთვის. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სოფიკო შეუერთდა ჩვენს გუნდს, რომლის ყველა წევრიც დარწმუნებულია, რომ მისი საქმიანობა პარლამენტში არანაკლებ ღირსშესანიშნავი იქნება. უკვე შემიძლია განვაცხადო, რომ სოფიკო პარტიაში მიმდინარე ბევრი სასიკეთო მოვლენის მამოძრავებელი ძალაა,” — განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
სოფიკო ქაცარავა საქართველოს რიგით მეორე მოქალაქეა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი გადაეცა.