Site icon ТБИЛИССКАЯ НЕДЕЛЯ

Правительство Грузии утвердило план действий по партнерству открытого правления на 2016-2017 гг

Правительство Грузии утвердило план действий по партнерству открытого правления на 2016-20167 гг

მთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

План действий  в котором объединены 24 обязательства, за выполнение которых ответственность берут 24 ведомства. Одной из новаций плана является включенность муниципалитетов, которая была добавлена в ходе публичных консультаций.

В рамках плана действий на 2016-2017 гг будет создан альтернативный «112» канал – мобильная аппликация , которая позволит быстро определить локацию человека, попавшего в беду так, что ему не придется объяснять, где он находится», -заявила Цулукиани.

По ее словам, впервые в план действий также включается и Агентство инноваций.

«Агентство инноваций берет обязательство созданием различны хабов, которые смогут работать над государственными сервисами, основанными на инновациях, не только в городах, но и в районах», — отметила министр юстиции.

მთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა11 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამოქმედო გეგმა წარუდგინა. თეა წულუკიანმა მთავრობას იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით შემუშავებული დოკუმენტი გააცნო, რომელიც „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის ფარგლებში მომზადდა.

„OGP“-ის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოს რიგით მესამე სამოქმედო გეგმაა. მასში 24 ვალდებულებაა გაერთიანებული, რომელთა შესრულებაზე პასუხისმგებლობას 24 უწყება იღებს. მათ შორის არიან ისეთი უწყებები, რომლებსაც არცერთი წინამორბედი გეგმით ვალდებულება არ ჰქონიათ აღებული. გეგმის ერთ-ერთი ნოვაციაა მუნიციპალიტეტების ჩართულობა. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტების ჩართვის გადაწყვეტილება სამოქმედო გეგმაში საჯარო კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.

გაფართოებულია ვალდებულებების თემატიკაც. ის პირველად მოიცავს გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, კონკურენციის, ენერგეტიკისა და მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, სასჯელაღსრულებისა და პროკურატურის კომპეტენციებში შემავალ თემებს.
საჯარო მომსახურების გაუმჯობესების გამოწვევაში გაერთიანებულია ექვსი ვალდებულება: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მოთხოვნებთან იუსტიციის სახლის მიერ გაცემული სერვისების ადაპტირება; ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი სისტემის საინფორმაციო პორტალის დანერგვა; ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ლიცენზიების ელექტრონული სისტემის დანერგვა; ენერგეტიკის დარგობრივი სივრცითი (გეოგრაფიული) მონაცემების ვებპორტალის შექმნა; ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა; სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და განკარგვის ელექტრონული პორტალი − მომხმარებლის მოდული.

საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლების მიზნით გეგმით გათვალისწინებულია ინფორმაციის თავისუფლების რეფორმის ბოლო ფაზის განხორციელება; სამთავრობო პოლიტიკისა და საკანონმდებლო აქტების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება; თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა; სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ერთიანი წესის დადგენა; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის დარგში გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; მსჯავრდებულთა მონაცემთა ბაზის სრულყოფა და პენიტენციური დეპარტამენტის სრულად გადასვლა ელექტრონულ საქმისწარმოებაზე; სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების მონაცემების გამოქვეყნება დანაშაულის კვალიფიკაციისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით.

სამოქმედო გეგმა საჯარო რესურსების უკეთესი მართვის გამოწვევას ორი მნიშვნელოვანი ვალდებულებით პასუხობს: საჯარო ფინანსების ზედამხედველობის (საჯარო აუდიტის) პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა; საჯარო შესყიდვების მეტი გამჭვირვალობისთვის ელექტრონული ინოვაციების განვითარება.

უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით მომზადდება და დამტკიცდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი; დაინერგება „112“-თან დაკავშირების ალტერნატიული არხი − მობილური აპლიკაცია; განვითარდება დანაშაულის პრევენციის მიზნით შექმნილი ადგილობრივი საბჭოები.

კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესებისათვის სამი ვალდებულებაა გაწერილი: ეკონომიკური აგენტებისათვის გზამკვლევის შემუშავება; კომერციული მომსახურების ხარისხის კონტროლის პროგრამის შემუშავება და დანერგვა; კომპანიების მიერ ანგარიშების ელექტრონულად წარმოდგენა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმმა მოამზადა, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციათა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები − „USAID“-ის პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI). საქართველოს მასშტაბით გამართულ 19 შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 800-მდე დაინტერესებულმა პირმა. საჯარო კონსულტაციებში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს „OGP“-ს შეუერთდა და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმაც განახორციელა. საქართველოს, როგორც პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის, წარმატების დადასტურებაა ის, რომ 2014 წელს იგი − „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს.

Exit mobile version