Агентство социального обслуживания министерства труда, здравоохранения и социальной защиты Грузии приглашает всех желающих найти работу 16 декабря посетить форум трудоустройства.
Мероприятие, в котором примут участие порядка 40 компаний из сферы обслуживания и производства, пройдет в выставочном центре ExpoGeorgia.
Желающие найти работу смогут лично побеседовать с работодателями, рассказать о своем опыте и получить информацию о существующих вакансиях.
Для участия в форуме необходимо пройти регистрацию на сайте Агентства социального обслуживания или обратится в агентство социального обслуживания по месту проживания.
დასაქმების ფორუმი
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინიტროს სსიპ — სოციალური მომსახურების სააგენტო ამა წლის 16 დეკემბერს დასაქმების ფორუმს აწყობს.
ფორუმი „ექსპო-ჯორჯიას» მესამე პავილიონში (ქ.თბილისი, ა.წერეთლის გამზ N118) დილის 10.00-დან 16.00 საათამდე გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 40 მსხვილი და საშუალო დამსაქმებელი, რომლებიც აქტიურ ვაკანსიებს წარმოადგენენ. სამუშაოს მაძიებლებს ფორუმზე შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს, გააცნონ თავისი CV, სამუშაო გამოცდილება, უნარ-ჩვევები და მიიღონ ინფორმაცია შრომით ბაზარზე არსებული ვაკანსიების შესახებ. კომპანიებს ვაკანსიები ექნებათ, ძირითადად, მომსახურების და წარმოების სფეროდან.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველ პირებს უკვე შეუძლიათ რეგისტრაცია სახლიდან გაუსვლელად სოციალური მომსახურების სააგენტოს საიტის მეშვეობით. www.ssa.gov.ge-ზე განთავსებული სპეციალური ბანერის მეშვეობით შესაძლებელია worknet.gov.ge-ს შესაბამის ბმულზე გადასვლა და რეგისტრაცია. ვისაც ონლაინ- რეგისტრაციაზე არ მიუწვდება ხელი, მას შეუძლია სოციალური მომსახურების სააგენტოს ახლომდებარე ტერიტორიულ ერთეულს მიმართოს, სადაც რეგისტრაციაში დაეხმარებიან.