В Тбилиси проходит двухдневный координационный семинар Восточного партнерства, организованный Национальной ассоциацией местного самоуправления Грузии (NALAG) и Европейской платформой развития местной и региональной власти (PLATFORMA).
В семинаре принимают участие представители офиса ЕС, ассоциаций местного самоуправления Литвы, Украины, Молдовы, а также представители органов местной власти Рустави, Марнеули и Боржоми.
Темами семинара являются реформа публичного администрирования и вопросы децентрализации в странах Восточного партнерства, а также роль местных и региональных властей в Восточном партнерстве к 2030 году.
Особое внимание уделяется тем программам Евросоюза и вызовам, которые должны принести пользу населению в последующие 15 лет.
Семинар открыли президент NALAG и мэр Рустави Давид Джикия,участвуют мэр Тбилиси Давид Нармания и исполнительный советник PLATFORMA Борис Тонхаузер.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საკოორდინაციო სემინარი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (NALAG) და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) ორგანიზებით, თბილისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკოორდინაციო ორდღიანი სემინარი მიმდინარეობს. სემინარი ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის პრეზიდენტმა და რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და პლატფორმის აღმასრულებელმა მრჩეველმა ბორის ტონჰაუზერმა გახსნეს. ღონისძიებას ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა, საქართველოში ევროკავშირის ოფისის, ლიტვის, უკრაინის, მოლდოვის თვითმმართველობის ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე რუსთავის, მარნეულის, ბორჯომის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საჯარო ადმინისტრირების რეფორმასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დეცენტრალიზაციის საკითხებს, ასევე 2030 წლისთვის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლს აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ყურადღება ევროკავშირის პროგრამებსა და იმ გამოწვევებზეც გამახვილდა, რომელთაც მოსახლეობისთვის მომდევნო 15 წლის განმავლობაში სარგებელი უნდა უზრუნველყონ. ძირითადი მიზნების განხილვისა და შემდგომში, ეროვნულ, ევროპულ თუ გლობალურ კონტექსტში მათი ადაპტირებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციები გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებასაც გეგმავენ. |