Site icon ТБИЛИССКАЯ НЕДЕЛЯ

Министерство обороны Грузии объявило набор на четырехлетнюю контрактную военную службу

Министерство обороны Грузии объявило набор на четырехлетнюю контрактную военную службу

Министерство обороны Грузии объявило набор на четырехлетнюю контрактную военную службу в Вооруженных силах страны, говорится в сообщении на сайте ведомства.

Контрактниками смогут стать граждане Грузии, которые не проходили обязательную военную службу, находятся на обязательном военном учете и которым еще не исполнилось 27 лет. Военнослужащими смогут стать и рядовые, капралы, сержанты , находящиеся в резерве и чей возраст не превышает 35 лет.
Желающие стать контрактниками после подачи всей необходимой документации станут рекрутами и пройдут десятинедельный курс начальной боевой подготовки (BCT — Basic Combat Training). Курс начальной боевой подготовки начнется 5 июня.

После успешного прохождения курса начальной боевой подготовки рекруты будут распределены в соответствующие военные подразделения. В течение десяти недель они овладеют такими навыками, как тактическая и военно-инженерная подготовки, защита от оружия массового поражения, физическая подготовка, военно-медицинская подготовка, общие военные уставы и законы.

Будущие военные также пройдут строевую и огневую подготовку, получат знания в области связи и военной топографии.

В течение четырех лет контрактники будут получать высокое материальное вознаграждение, которое, в свою очередь, будет расти в зависимости от звания, должности и военного стажа.

Военные, проходящие контрактную службу, будут обеспечены современным обмундированием и бесплатной медицинским обслуживанием.

В министерстве отметили, что контрактная военная служба дает возможность карьерного роста. Военнослужащие могут повышать свой уровень профессиональной подготовки при помощи местных и иностранных инструкторов, а также благодаря участию в международных миротворческих операциях.

მიღება საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 18 აპრილიდან შეიარაღებულ ძალებში იწვევს მოქალაქეებს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები:
ა) რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი;
ბ) რეზერვში მყოფ რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა (მიჩმანთა) პირადი შემადგენლობა 35 წლამდე.
სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით. მაღალი ანაზღაურების გარდა, საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა. სამხედრო მოსამსახურეს ასევე შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში.
იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს; ასევე გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას. რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიან კურსზე (BCT – Basic Combat Training). შერჩეული კანდიდატებისათვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყება 2017 წლის 5 ივნისიდან. სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან რეკრუტი უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და განთავსებით.
10-კვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში რეკრუტი ქვედანაყოფში თანამდებობაზე ინიშნება. საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალურ კურსზე რეკრუტი ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევებს ეუფლება და მომზადებას გადის სამხედრო დისციპლინებში:
1. ტაქტიკური მომზადება;
2. სამხედრო-საინჟინრო მომზადება;
3. მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვა;
4. ზოგადი საკითხები;
5. ფიზიკური მომზადება;
6. სამხედრო-სამედიცინო მომზადება (თეორია და პრაქტიკა);
7. საერთო საჯარისო წესდებები/სამხედრო კანონები;
8. სამწყობრო მომზადება;
9. კავშირგაბმულობა;
10. საცეცხლე მომზადება (თეორია და პრაქტიკა);
11. სამხედრო ტოპოგრაფია.
განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს:
1. პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
2. ფოტოსურათი 3X4 — 2 ცალი;
3. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი;
4. დაბადების მოწმობის ასლი.

საკონტრაქტო სამსახურისათვის კანდიდატების შერჩევის პერიოდში მოქალაქეს აქვს კანდიდატის სტატუსი, რომლის დროსაც წარმოადგენს საბუთებს პირადი საქმის შესადგენად:
1. ნამსახურების ნუსხა (გაიცემა სამხედრო განყოფილებაში);
2. გასაწვევი პირის განცხადება;
3. ანკეტა (შეივსება სამხედრო განყოფილებაში);
4. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და დაბეჭდილი);
5. დაბადების მოწმობის ასლი;
6. პირადობის მოწმობის ასლი;
7. განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი;
8. ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი;
9. შვილების დაბადების მოწმობის ასლი;
10. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები;
11. მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
12. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გაცემული);
13. ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (,,MMR“- წითელა, წითურა, ყბაყურა: ,,TD”-ტეტანუსი-დიფტერია);
14. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (ლაბორატორიულად შემოწმებული);
15. ცნობა ნასამართლობის შესახებ;
16. ცნობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან (სახელმწიფო გასაცემლების შესახებ);
17. შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
18. მიღებული სერტიფიკატის ასლი;
19. სამხედო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ასლი და დედანი);
20. ფოტოსურათი 3X4 — 4 ცალი (ფერადი და ელექტრონული ვერსია CD).

საბუთების მიღება წარმოებს 2017 წლის 18 აპრილიდან 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ქ. ქუთაისში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე (მისამართი: ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი, პირველი შესახვევი) და ქ. ახალციხეში, ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის ბაზაზე (მისამართი: ქ. ახალციხე, კოსტავას ქუჩა №1 სამხედრო ქალაქი).
ტელ: 595 050685; 595 050673.

Exit mobile version