Уровень знаний грузинских школьников не дотягивает до средних международных показателей
. © 

Уровень знаний грузинских школьников не дотягивает до средних международных показателей

Уровень знаний грузинских школьников по-прежнему остается ниже среднего, многие подростки не владеют базовыми навыками по математике и естествознанию. Таковы данные сразу трех исследований о качестве образования в Грузии.

Накануне министр образования Александр Джеджелава ознакомил общественность с достижениями школьников, рассказав о результатах международных исследований TIMSS и PISA, а также правительства Грузии. Он отметил, что результаты школьников по стране улучшились, однако, несмотря на позитивную динамику, они до сих пор не дотягивают до средних международных показателей.

Международное исследование TIMSS (Trends in Mathematics and Science Study)
TIMMS проводят почти в 60 странах мира каждые четыре года, он оценивает уровень математической и естественнонаучной грамотности учеников 4-х и 8-х классов.

Согласно данным 2015 года, по этим предметам грузинские школьники значительно отстают от средних международных показателей. 22% учеников четвертых классов школ Грузии и 28% восьмых классов не владеют минимальными знаниями по математике. Еще хуже у грузинских школьников с естественными науками: базовыми знаниями не владеют 26% учеников четвертых классов и 30% учеников восьмых.

Международное исследование PISA (Programme for International Student Assessment, сокращение произносится как «Пиза»)
Целевая группа PISA — подростки в возрасте 15 лет. Исследование должно выяснить, насколько эффективно старшеклассники применяют на практике полученные в школе знания по математике, чтению и естественно-научным дисциплинам.

Как показали результаты, в Грузии половина учащихся не владеют базовыми знаниями по предметам естествознания, а 60% — по математике.

Исследование Грузии – «Государственная оценка»
Согласно результатам исследования, проведенного правительством страны среди учащихся 9-х классов, требованиям, установленным Национальным учебным планом по математике, не удовлетворяют 30,3%, по физике – 34,8%, по химии – 49,1%, по биологии – 13,3%.

Особенно сложно старшеклассникам справляться с заданиями, для решения которых нужно рассуждать.

Результаты учеников районных школ гораздо хуже, чем в столице. При этом, показатели успеваемости учеников частных школ выше, чем в государственных.

В исследовании Грузии приняли участие 1000 школ, 16 тысяч 523 учеников, 1007 педагогов, 15 тысяч 128 родителей.

Государственными и международными исследованиями в Грузии руководит Национальный центр экзаменов и оценок. При поддержке министерства образования и «Фонда тысячелетия – Грузия», 3-4 июня Центр проведет конференцию, для предоставления общественности более подробной информации о системе обучения и преподавания математики и естествознания в школах Грузии.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებისთვის TIMSS-ისა და PISA-ს საერთაშორისო კვლევებსა და სახელმწიფო შეფასების  შედეგებზე  პრეზენტაცია გამართა.  2015-2016 წელს ჩატარებული კვლევები სწავლის შედეგებს, დინამიკასა და იმ ფაქტორებს უკავშირდება, რაც გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე.

საერთაშორისო კვლევების თანახმად, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში საქართველოს 2015 წლის შედეგები, წინა წლებთან შედარებით, გაუმჯობესებულია. თუმცა, პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, საქართველოს შედეგი საერთაშორისო საშუალო ნიშნულს ვერ აღწევს.

საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებები ქვეყნებს  საშუალებას აძლევს საკუთარ საგანმანათლებლო შედეგებს გაეცნონ და გაანალიზონ. აღნიშნულ შედეგებზე ფართო მსჯელობების ორგანიზებას განათლების სამინისტრო უახლოეს პერიოდში მედიასთან და საზოგადოების დაინტერესებულ ჯგუფებთან გეგმავს.

სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასებებს საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიუძღვება. ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“  მხარდაჭერით 3-4 ივნისს  კონფერენციას მართავს, რომლის მიზანია, სასკოლო განათლების სისტემაში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლებაში არსებული ვითარების შესახებ საზოგადოებისა და განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელთა ინფორმირება, ფართო დიალოგის ინიცირებაგანათლების ხარისხისა და სწავლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.

TIMSS-ის საერთაშორისო კვლევა

TIMSS-ი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევებს იკვლევს. 2015 წლის შედეგებით, ქართველი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში არსებითად ჩამორჩება TIMSS-ის საერთაშორისო საშუალო ნიშნულს (500) როგორც მე-4, ისე მე-8 კლასში.

მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 22% და მერვეკლასელთა 28%, მათემატიკაში მინიმალურ ცოდნასაც არ ფლობს. ბუნებისმეტყველებაში იგივე შედეგი მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 26% და მერვეკლასელთა 30%-ს აქვს.

მეოთხე კლასიდან მერვე კლასამდე მოსწავლეთა შედეგები უარესდება. დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლა-სწავლებაში არსებული ხარვეზები, საბაზო საფეხურზე ახალი ცოდნის შეძენის პროცესში დამატებით ბარიერებს ქმნის.

PISA -ს საერთაშორისო კვლევა

PISA-ს სამიზნე ჯგუფი 15 წლის მოზარდები არიან და საფუძვლად უდევს წიგნიერების ზოგადი კონცეფცია. კვლევა არა მხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ცოდნას აფასებს, არამედ პრაქტიკაში მის ინტეგრირებულად გამოყენებას.

შედეგების მიხედვით, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში საქართველოს მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებელი დაბალია. მოსწავლეთა ნახევარი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საბაზო კომპეტენციებს არ ფლობს.

სახელმწიფო შეფასება

სახელმწიფო შეფასება აჩვენებს, რომ დაგეგმილ და მიღწეულ ეროვნულ სასწავლო გეგმას შორის არსებითი სხვაობაა. მე-9 კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევას მინიმალურ დონეზე მათემატიკაში მოსწავლეთა 30.3%; ფიზიკაში მოსწავლეთა 34,8%, ქიმიაში 49,1%, ხოლო ბიოლოგიაში 13,3% ვერ ახერხებს.

კვლევამ განსაკუთრებით დაბალი შედეგი აჩვენა  იმ დავალებების შესრულებაში, რომლებიც მსჯელობას და პრობლემის გადაჭრის უნარს მოითხოვს.

სწავლის თანაბარი შესაძლებლობის თვალსაზრისით, კვლევით დგინდება, რომ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სოფლად მცხოვრები მოსწავლეების მიღწევები არსებითად  ჩამორჩება ქალაქში მცხოვრებ თანატოლების მიღწევებს. თვალსაჩინოა, კერძო სკოლის მოსწავლეების უპირატესობა, საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში.

ბმული: http://naec.ge/#/ge/post/1603

—————————————————————————————————————————————————————-
TIMSS-ის კვლევაში საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს. ის ყოველ ოთხ წელიწადში ტარდება და მეოთხე და მერვე კლასებში,  მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევებს იკვლევს. ყველაზე ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო საერთაშორისო შეფასებაში 600 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.

—————————————————————————————————————————————————————-
PISA-ს საერთაშორისო კვლევა 3 წელიწადში ერთხელ ტარდება და ამოწმებს  არა მოსწავლეების მიერ სკოლის პროგრამის ათვისებას, არამედ  რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებულები აქტიური და სრულფასოვანი საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. PISA ხორციელდება 2000 წლიდან და ამოწმებს ცოდნას სამ სფეროში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

—————————————————————————————————————————————————————-
სახელმწიფო შეფასების მიღწევის ტესტი სრულად ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას. შესაბამისად, საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ და შევადაროთ ერთმანეთს ის, რაც დავგეგმეთ, დავისახეთ მიზნად (ეროვნული სასწავლო გეგმა) და რასაც მივაღწიეთ (მოსწავლეთა სწავლის შედეგები — მიღწეული ეროვნული სასწავლო გეგმა).