Site icon ТБИЛИССКАЯ НЕДЕЛЯ

В сакребуло столицы Грузии начался прием заявок на конкурс «Тбилиси»

В сакребуло  столицы начался прием заявок на третий по счету «Тбилиси», в рамках которого состязаются и награждаются представители искусства Грузии.

Конкурс содержит такие номинации как проза, поэзия, живопись, музыка, фотоискусство, скульптура, архитектура, а также предназначенная для школьников категория «Лучшее эссе года» и Специальный приз жюри.

«Конкурс «Тбилиси» представляет собой своеобразную платформу для объединения в творческом дискурсе представителей различных отраслей искусства. Он также направлен на стимулирование творческой среды, которая является осью культурной политики Тбилиси, на мотивацию деятелей искусства и создание для их творческого заряда пространства», — сказала журналистам председатель комиссии образования и культуры сакребуло Тамара Талиашвили.

В конкурсе «Тбилиси» можно принять участие с одной конкурсной работой, созданной за последний год (одна номинация – одна работа).

Конкурс также открыт для грузинских эмигрантов, проживающих за рубежом. Возрастного ограничения конкурс не предусматривает, за исключением номинации для школьников. В ней ежегодно объявляется конкретная тематика. В этом году в категории «Лучшее эссе года» заявлены темы: «Грузия Ильи» и творчество Николоза Бараташвили.

Заявки на конкурс можно будет подать до 8 сентября 2017 года. О других подробностях о конкурсе «Тбилиси» можно узнать на сайте сакребуло.

Победители в каждой номинации получат денежные награды сакребуло и приз – статуэтку в форме фазана, специально созданную для конкурса грузинским скульптором Гией Джапаридзе. Лауреатам конкурса также передадут дорогие призы от спонсоров проекта.

Награждение победителей конкурса состоится в рамках празднования Дня грузинской столицы – Тбилисоба.

კონკურსი ,,თბილისი“ ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და კონკურსი ,,თბილისი“ ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.
დეპუტატის განცხადებით, კონკურსი „თბილისი“, რომელიც წელს უკვე მესამედ ჩატარდება, ქართულ სახელოვნებო და ლიტერატურულ სივრცეში ერთგვარი ნოვაციაა და შემოქმედების ისეთ სფერებს მოიცავს, როგორებიცაა: პროზა, პოეზია, ფერწერა, მუსიკა, ფოტოხელოვნება, ქანდაკება, არქიტექტურა, ასევე სკოლის მოსწავლეებისათვის გათვალისწინებული — ,,წლის საუკეთესო ესსე““ და ჟიურის სპეციალური პრიზი.
„კონკურსი „თბილისი“ ერთიან შემოქმედებით დისკუსში ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა გაერთიანებისთვის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს, ხოლო შემოქმედებითი გარემოს სტიმულირება, რომელიც თბილისის კულტურული პოლიტიკის ღერძია, ხელოვანთა მოტივაციითა და მათთვის შემოქმედებითი მუხტის მქონე სივრცის შექმნით მიიღწევა’’,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა და პროცესში უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
,,ნაწარმოებებს ქართველი ემიგრანტებისგანაც ვიღებთ, მაგალითად, შარშან კონკურსის ფერწერის ნომინაციაში გამარჯვებული ესპანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევარი გახდა“, — განაცხადა დეპუტატმა.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, კონკურსში „თბილისი“ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი ნაწარმოები განიხილება და კონკურსანტს თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი ნამუშევრის წარმოდგენა შეუძლია.
ასაკობრივი შეზღუდვა არ გააჩნია არც ერთ ნომინაციას, გარდა ერთისა- ნომინაცია სკოლის მოსწავლეებისთვის — ,,წლის საუკეთესო ესსე’’, რომელშიც თემატიკა ყოველწლიურად განსხვავებულია. წელს ესსეს თემებია: „ილიას საქართველო“, ასევე ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი შემოქმედება.
გამარჯვებულებს საკრებულოსგან ფულადი ჯილდო და მოქანდაკის, გია ჯაფარიძის მიერ კონკურსისთვის შექმნილი ხოხბის ქანდაკება გადაეცემათ, ხოლო სპონსორები მათთვის სპეციალურ ფასიან პრიზებს აწესებენ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნამუშევრები 8 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ.
გამარჯვებულების დაჯილდოება „თბილისობის“ ღონისძიებების ფარგლებში მოხდება.

Exit mobile version