Памятник первому президенту Чехии и известному драматургу Вацлаву Гавелу открылся в Тбилиси, на мероприятии присутствовали президент Грузии Георгий Маргвелашвили и министр обороны Чехии Мартин Стропницкий.
Чрезвычайный и Полномочный посол Чехии в Грузии Томаш Перницки поблагодарил грузинскую сторону за открытие памятника.
«Я специально прилетел в Тбилиси, чтобы постоять рядом с памятником Вацлаву Гавелу. К сожалению, у нас в Праге такого нет. И я очень рад, что в этом городе он есть – я могу постоять рядом с ним, и это для меня честь», — сказал министр обороны Чехии Мартин Стропницкий.
Президент Грузии отметил, что памятник Гавелу — важный посыл грузинскому обществу о том, что принципы, которыми руководствовался первый президент Чехии, актуальны и сегодня.
Автором памятника является Джумбер Джикия. Монумент стоит в сквере Ваке-Сабурталинского района.
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ვაცლავ ჰაველის ძეგლი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში, ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ძეგლი ჩეხეთის თავდაცვის მინისტრთან მარტინ სტროპნიცკისთან ერთად გახსნა.ძეგლის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას პრზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პარლამენტარები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკრებულოს, მერიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისი თაოსნობითაც და მონაწილეობითაც დაიდგა ჩეხი საზოგადო მოღვაწის ძეგლი.გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჰაველის ძეგლი მნიშვნელოვანი გზავნილია ქართული საზოგადოებისთვის, რომ ის ღირებულებები, რომლითაც ვაცლავ ჰაველი ხელმძღვანელობდა პოლიტიკაში, ჩვენთვის დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია. ,,ჰაველის მოღვაწეობა ძალიან ნათლად ეუბნება ქართველ და ჩეხ პოლიტიკოსებს, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს ღირებულებებზე აგებული. ჰაველის მთელი მოღვაწეობით მტკიცდება ტყუილი იმ გარყვნილი აზროვნების, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და პოლიტიკოსებმა ბინძურად უნდა აკეთონ ეს. ჰაველის მოღვაწეობით ბათილდება ის ტყუილი, რომ უნდა ილაპარაკო ღირებულებებზე და რეალურად ცხოვრებაში სხვა პრინციპებით იცხოვრო.ამიტომ, ჰაველის ძეგლი მშვენიერი გზავნილია ქართული ახალგაზრდობისთვის, რომ პოლიტიკა მათი საქმეა, პოლიტიკაში მათ გულწრფელად უნდა იმოქმედონ და რეალურად ღირებულებებზეა დამყარებული პოლიტიკა. მე ჩეხეთში, პრაღაში ვცხოვრობდი დიდი ხნის განმავლობაში. მახსოვს, როდესაც ჰაველი იყო პრეზიდენტი რამდენად ავსებდა ეს, ჩეხ ახალგაზრდობას“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ძეგლის გახსნა ქართული საზოგადოებისთვის ვაცლავ ჰაველის ღირებულებების გამტკიცების საწინდარი იქნება.ვაცლავ ჰაველის ძეგლის ავტორი თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიაა.
Gepostet von Giorgi Margvelashvili am Donnerstag, 22. Juni 2017