Site icon ТБИЛИССКАЯ НЕДЕЛЯ

Stadler Rail AG построит в Грузии завод

Stadler Rail AG построит в Грузии завод

Швейцарская компания Stadler Rail AG построит в Грузии завод по выпуску и ремонту подвижного состава. Об этом в пятницу было заявлено  на церемонии оформления меморандума о взаимопонимании между правительством Грузии и европейской компанией.

Документ подписали генеральный директор Stadler Rail Петер Шпулер и министр экономики и устойчивого развития Грузии Георгий Гахария. По словам главы Stadler Rail , строительство завода планируется начать в конце 2018 года.

«Точную цифру инвестиций, который мы планируем вложить, пока назвать не могу, по предварительным данным, это будет $30-35 млн», — сказал он. Как указал Шпулер, подписанный меморандум «определяет те шаги, которые будут сделаны в направлении обеспечения Грузии современной, высокотехнологичной железнодорожной техникой, в частности, вагонов метро, спальных вагонов и двухэтажных вагонов».

«Мы очень скоро перейдем на стадию создания в Грузии акционерного общества и строительства завода», — отметил руководитель Stadler Rail. В свою очередь Гахария указал на важность открытия в стране завода швейцарской компании и подчеркнул, что «в регионе существует большой экспортный потенциал».

Stadler Rail Group является системным поставщиком решений по производству железнодорожного и городского транспорта, располагает предприятиями в Швейцарии, Германии, Австрии, Польше, Чехии, Венгрии, Италии, Белоруссии, Алжире и США. Год назад Грузия закупила у Stadler Rail четыре двухэтажных поезда, которые курсируют по железнодорожной магистрали Тбилиси — Батуми.

მატარებლების წარმოებაში მსოფლიოში ლიდერი შვეიცარული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი“ საქართველოში ქარხნის აშენების პერსპექტივას განიხილავს. კომპანიასთან დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და „შტადლერ რეილ ეი ჯის“ პრეზიდენტმა, პიტერ შპულერმა. ხელმოწერა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შედგა და მას საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში ბაზრის შესწავლას დაიწყებენ. პროექტის განხორციელება როგორც ახალი მატარებლებისა და მატარებლის ვაგონების წარმოებას, ასევე სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს. „შტადლერ რეილ ეი ჯის“ ხელმძღვანელობა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს დადებითად აფასებს და აქედან გამომდინარე განიხილავს მომავალში ქარხნის აშენების შესაძლებლობას.
„დღეს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, სადაც აღწერილია ჩვენი სამომავლო ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოში ყველაზე თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო ტექნიკა იწარმოებოდეს. ძალიან სწრაფად გადავალთ იმ ნაბიჯებზე, რომ საქართველოში ჩამოვაყალიბოთ სააქციო საზოგადოება და შევქმნათ ქარხანა, რომელიც დაიწყებს ჩვენი პროდუქციის გამოშვებას. საქართველომ ბოლო წლებში ძალიან სწრაფად გაიარა მოდერნიზაციის პროცესი და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს საშუალება, წარმოება აქ განვავითაროთ“ — განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ხელმოწერის დასრულების შემდეგ „შტადლერ რეილ ეი ჯის“ პრეზიდენტმა, პიტერ შპულერმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას შეფასებით, კომპანია „შტადლერი“ არის ხარისხის უმაღლესი მაჩვენებელი თავის სექტორში. „ჩვენთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქარხანა იყოს საქართველოში, რომელიც აწარმოებს მატარებლებს, ვაგონებს და ასევე მათ შეკეთებაზე იმუშავებს. ამის შემდეგ უკვე ყველაზე ძირითადი საკითხია ლოკალიზაციის პროცენტი, რაც საწყის ეტაპზე ვერ იქნება მაღალი, მაგრამ ნელ-ნელა უნდა მივაღწიოთ, რომ ლოკალიზაციის დონეც იყოს შესაბამისი. ასეთ საწარმოს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ჩვენთვის, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავია ის საექსპორტო პოტენციალი, რაც მსგავს წარმოებას ექნება ჩვენს ქვეყანაში“ — აღნიშნა გიორგი გახარიამ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „შტადლერი“ საქართველოშია. ის შემოდის ახალი ტექნოლოგიებით, მენეჯმენტით, რაც მთავარია, შემოდის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ბრენდი, რომლის მიმართ ნდობაც ძალიან მაღალია. ეს კიდევ ერთ დამატებით ფაქტორს შექმნის იმისთვის, რომ გაიზარდოს საექსპორტო პოტენციალი და გავიდეთ რეგიონის ბაზრებზე. გარდა ამისა, კომპანიის შემოსვლა მოგვცემს საშუალებას, მოვემსახუროთ მოძრავი შემადგენლობის პარკს, განვაახლოთ ეს პარკი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად სარკინიგზო ბიზნესისა და დარგის მოდერნიზაციისთვის. „შტადლერის“საქართველოში შემოსვლა არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა“ — აღნიშნა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კოკა გუნცაძემ.
კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, წარმოების სქემის შედგენისა და ბაზრის კვლევის პროცესების გათვალისწინებით, წარმოების დაწყება დაახლოებით მომავალი წლის ბოლოსთვის უკვე შესაძლებელი იქნება. ქართული მხარის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზადაა კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით, აქტიურად შეუწყოს ხელი პროექტის განხორციელებას.

Exit mobile version