В МВД Грузии состоялась рабочая встреча, по вопросам лицезирования и разработки единого стандарта обучения для действующих в стране автошкол. Об этом говорится в сообщении на сайте ведомства.
Встречей руководил замглавы МВД Давид Вардиашвили, глава Агентства обслуживания МВД Ника Гелашвили, представители министерства образования, автошкол и эксперты, работающие в сфере безопасности дорожного движения.
Было принято решение о создании специальной рабочей группы,которая будет заниматься вопросами лицензирования автошкол,новыми правилами сдачи практических экзаменов на водительские удостоверения в режиме реального движения в городе.
Главной целью новых законодательных изменений является подготовка квалифицированных водителей, — считают в МВД.
Когда именно будут разработаны законодательные изменения — не известно.
В настоящее время любой желающий, даже тот, кто не обучался вождению в автошколе, может получить водительские права – для этого необходимо сдать два типа экзамена — теорию и практику.
В Грузии действуют сотни частных автошкол, курс обучения стоит, в среднем около 60 лари за 16 уроков теории. Один урок вождения, который длится 1 час — стоит 20 лари.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ავტოსკოლების ლიცენზირების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე — დავით ვარდიაშვილი, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი — ნიკა გელაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ავტოსკოლებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების და ამ პროცესში ავტოსკოლების ჩართულობის საკითხებზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს ავტოსკოლებში არსებულ სასწავლო პროგრამებზე და ის მიმართულებები განიხილეს, რომელთა განვითარების შედეგად, ავტოსკოლებში სწავლის ხარისხი გაუმჯობესდება. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, შეიქმნება ახალი, ერთიანი სტანდარტი, რომლის საფუძველზეც, ლიცენზირებული ავტოსკოლა კვალიფიციური მძღოლის მომზადებას შეძლებს.
შს სამინისტროს წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ავტოსკოლების წარმომადგენლების შეფასებებიც მოისმინეს. სტუმრები შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მიმართულებით დანერგილ და დაგეგმილ ინოვაციურ პროექტებს გაეცნენ. შეხვედრაზე ავტოსკოლების ლიცენზირების და მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა.