Site icon ТБИЛИССКАЯ НЕДЕЛЯ

Совет религий при народном защитнике Грузии обратился к парламенту страны с просьбой внести правки в проект Конституции

Совет религий при народном защитнике Грузии обратился к парламенту страны с просьбой внести правки в принятый во втором чтении проект Конституции, в которой допускается возможность ограничения вероисповедания, сообщает сайт Совета.

Обращение подписали 19 религиозных меньшинств, опасающихся, что их вероисповедание может быть ограничено «с целью обеспечения государственной или общественной безопасности, необходимой для существования демократического общества, предотвращения преступления, охраны здоровья, осуществления правосудия или защиты других прав». Среди недовольных этой формулировкой — мусульмане, католики и протестанты.

«Мы считаем, что критерии необоснованного ограничения свободы религии порождают угрозу. Эти критерии непредсказуемы, что создает высокий риск того, что они будут использованы незаконным образом», — говорится в обращении.

Религиозные организации считают, что из-за внесения подобных «туманных» норм в Конституцию «может получить легитимацию неправомерное ограничение прав религиозных объединений».

Религиозные организации  также отметили, что такие ограничения не позволяет Европейская конвенция о защите прав человека.

«Призываем парламент не допустить ухудшения стандартов в области прав человека и демократического государства», — заключил Совет религий.

რელიგიათა საბჭოს წევრი გაერთიანებების მიმართვა საქართველოს პარლამენტს

აგვისტო 02, 2017სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წევრებს გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში გათვალისწინებულ იმ  დებულებებს, რომლებიც რწმენის, სინდისის და აღმსარებლობის თავისუფლებას და მათ შეზღუდვას შეეხება.

როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიღებულ რედაქციაში, აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის მუხლს დაამატა და გააფართოვა დაცულ სფეროში ჩარევისა და შეზღუდვის საფუძვლები. თუკი მოქმედი კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ სხვათა უფლებების დასაცავად ითვალისწინებდა, წარმოდგენილ პროექტში მას დაემატა ისეთი საფუძვლები, როგორიცაა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულის თავიდან აცილება, ჯანმრთელობის დაცვა და მართლმსაჯულების განხორციელება.

მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კრიტერიუმები რელიგიის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფრთხეს წარმოშობს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ისეთი საფუძვლების დამატება, როგორებიცაა სახელმწიფო უსაფრთხოება, დანაშაულის თავიდან აცილება და მართლმსაჯულების განხორციელება. დასახელებული კრიტერიუმები არ არის განჭვრეტადი და წარმოშობს მაღალ რისკს, რომ მათი გამოყენება შესაძლოა არ ემსახურებოდეს ლეგიტიმურ და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებელ მიზნებს.

უნდა აღინიშნოს, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ამგვარ საფუძვლებს არ უშვებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი და ევროპული კონსტიტუციების აბსოლუტური უმრავლესობა.

როდესაც ვსაუბრობთ რწმენისა და აღმსარებლობის კონსტიტუციით შეზღუდვის საფრთხეებზე, ვითვალისწინებთ იმ მრავალწლიან გამოწვევებსა და ბარიერებს, რომლებსაც რელიგიური გაერთიანებების დიდი ნაწილი ვაწყდებით საქართველოში. ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ ჩვენი რწმენის გამოხატვის შეზღუდვის, ძალადობისა და შეუწყნარებელი დამოკიდებულების მსხვერპლნი. ქვეყნის უზენაეს კანონში კი უფლების შეზღუდვის ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადი საფუძვლების დამატებით, შესაძლოა, აღმოვჩნდეთ იმ გამოწვევის წინაშე, რომ ძირითადი კანონის, კონსტიტუციის საფუძველზე, რელიგიური გაერთიანებების უფლებათა არამართლზომიერ შეზღუდვას მიეცეს ლეგიტიმაცია.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუარესება და არ გადადგას ნაბიჯი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედის — რელიგიის თავისუფლების ხელყოფის სასარგებლოდ.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი გაერთიანებები:

ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის ადმინისტრაცია
სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია
ეზიდთა სასულიერო კრება
ევანგელურ-ლუთერული ეკლესია
სახარების რწმენის ეკლესია (ორმოცდაათიანელები)
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
სომეხთა კათოლიკე ეკლესია
ქართველ მუსლიმთა კავშირი
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა ეკლესია
ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
ხსნის არმია
წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია
ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი
სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში
მეგობართა საზოგადოება — კვაკერები
საქართველოს კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება
დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
ქრისტიანულ-პროტესტანტული ეკლესია „ქრისტეს ეკლესია“

Exit mobile version