В отношении 16 кафе на проспекте Агмашенебели в исторической части Тбилиси началось делопроизводство о правонарушении.
Мэр Тбилиси Давид Нармания посетил «Новый Тифлис» и лично предупредил владельцев 16 кафе под открытым небом о том, что они должны предоставить документы о законности работы или произвести демонтаж.
ახალ აღმაშენებელზე ღია კაფეების უნებართვოდ მოწყობის გამო, 16 სუბიექტის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო.
სუბიექტებს კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ან მათი დემონტაჟი დაევალათ. გარდა ამისა, კაფეების მეპატრონეებმა ბანერებზე ქართული წარწერებიც უნდა განათავსონ.
აღმაშენებლის გამზირზე თბილისის მერი დავით ნარმანია, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გიორგი უკლებასთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად იმყოფებოდა. დედაქალაქის მერმა 16-ვე სუბიექტის მეპატრონეს გაფრთხილება პირადად მისცა.
პარალელურად, აღმაშენებლის გამზირზე შენობა-ნაგებობებზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების კანონიერების შესწავლაც მიმდინარეობს.