Как сообщили в МВД Грузии, в Батуми прошло награждение 15 спасателей, отмеченных за профессионализм и добросовестность в работе. Согласно статистике, с начала года сотрудники Агентства по управлению чрезвычайными ситуациями спасли на воде порядка 300 человек – граждан Грузии и иностранцев.
Большая часть спасенных были выведены из Черного моря по время 4-5-бальных штормов. Также с начала года спасатели нашли на побережье почти 200 детей, потерянных родителями, и вернули их семьям.
В этом году безопасность купального сезона на грузинском побережье обеспечивают 135 спасателей.
მინისტრის მოადგილემ ბათუმში წყალზე მაშველები დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ სირაძემ, ბათუმში, 15 წყალზე მაშველი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.შსს-ს მაშველებმა წელს, საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ, მხოლოდ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საქართველოსა და სხვა ქვეყნების 300-მდე მოქალაქე გადაარჩინეს. მათი უმეტესობა წყალზე მაშველებმა ნაპირზე 4-5 ბალიანი შტორმის დროს გამოიყვანეს.შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა, ამავე პერიოდში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 200-მდე დაკარგული ბავშვი იპოვეს და მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს.შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ წლევანდელი საზღვაო სეზონისთვის 135 მაშველი შეარჩია და გადაამზადა. ახალ საზღვაო სეზონზე მაშველების ყოველდღიური სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად წყალზე სამაშველო განყოფილებისთვის ბათუმის ნავსაყუდელში კეთლმოწყობილი სამაშველო პუნქტი მოეწყო. ასევე, გარემონტდა თორმეტი მცურავი საშუალება. მოქალაქეების უსაფრთხოებისა და რისკების პრევენციის მიზნით, ზღვაში საცურაო არეალის მანიშნებელი ტივტივები განთავსდა, სამაშველო საგუშაგოები თანამედროვე საზღვაო-სამაშველო ინვენტარით აღიჭურვა, სანაპირო ზოლში კი ქართული და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ბანერები დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც მოხდება დამსვენებელთა გაფრთხილება ცურვისთვის სახიფათო ადგილების შესახებ.
Gepostet von შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia am Sonntag, 13. August 2017