Site icon ТБИЛИССКАЯ НЕДЕЛЯ

Сакребуло Тбилиси утвердило бюджет-2018

Депутаты сакребулоТбилиси 38-ю голосами против 2-х утвердили проект бюджета столицы на 2018 год.

Согласно документу, поступления, так же как и ассигнования, бюджета предусмотрены в размере 861,6 миллиона лари. При этом доходы прогнозируются в размере более 810,1 миллиона лари, а расходы – в размере порядка 604,6 миллиона лари, говорится в сообщении пресс-службы сакребуло.

По сравнению с предыдущим годом доходы бюджета увеличиваются более, чем на 63,3 миллиона лари, а расходы – на порядка 20,5 миллиона лари.

Бюджет Тбилиси рассчитан по курсу 1 доллар — 2,5 лари.

Приоритетами бюджета столицы являются строительство дорожной инфраструктуры и починка дорог в ряде районов, развитие транспорта и модернизация автобусных остановок, ремонт станций метрополитена.

Также в 2018 году мэрия намерена обеспечить одинаковое развитие всех районов города, построить новые инфраструктурные объекты, укрепить аварийные здания и отремонтировать Старый Тбилиси.

Кроме того, бюджет профинансирует улучшение освещения города и организацию художественной подсветки туристических объектов. Также бюджет предусматривает выделение денег на озеленение города и улучшение его экологического состояния.

Приоритетным направлением для мэрии Тбилиси будет здравоохранение. Сохранятся все программы, финансируемые мэрией Тбилиси, и будут добавлены новые. Кроме того, мэрия продолжит оказывать материальную помощь многодетным социально незащищенным семьям, а также детям из бедных семей.

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი 38 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

მთავრი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტების დეტალურ განხილვამდე, საკრებულოს წევრებს დედაქალაქის მერმა სიტყვით მიმართა.

კახი კალაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა აირჩია გზა, რომელიც დედაქალაქის საკეთილდღეოდ ძირეულ ცვლილებებს განახორციელებს.

«ჩვენ პირველ რიგში უნდა შევძლოთ ვირწმუნოთ საკუთარი თავის, შესაძლებლობების, გამოვიმუშაოთ რწმენა, რომ ყველაფერს შევძლებთ, დავძლევთ ყველა გამოწვევას, იმისათვის, რომ ეს ქალაქი აუცილებლად იყოს შესაძლებლობებით, ენერგიით,  სიკეთით და სიცოცხლით სავსე “- აღნიშნა კახი კალაძემ.

ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, დოკუმენტის მოცულობა 861,6 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 60,3 მლნ ლარით მეტია, ხოლო პირველ პროექტს 46,4 მლნ ლარით აღემატება.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, გაზრდილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერები — 3,4 მლნ ლარით გათანაბრებითი ტრანსფერი და 43,0 მლნ ლარი სპეციალური ტრანსფერი, რომელიც მშრალი ხიდის, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციას მოხმარდება.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წელს თბილისის ბიუჯეტს 14,0 მლნ ლარი დაემატება, რაც  მეტროს ვაგონების მოდერნიზაციისა და ახალი შემადგენლობების დასამატებლად იქნება განკუთვნილი.

2018 წელს ქალაქში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 338,7 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც 2014 წელთან შედარებით, 158,8 მლნ ლარით მეტია და ბიუჯეტის მოცულობის 39%-ს შეადგენს.

მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 11 ახალი ბაღის მშენებლობის დასრულება და 10 ახალი ბაღის პროექტირება-მშენებლობის დაწყება.

ასევე,  სამი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის ასაშენებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდება. აქედან ორი მათგანის მშენებლობა მომავალ წელს დაწყება.

ხმალაძის განმარტებით, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებებით გათვალისწინებულია 307,1 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის მოცულობის 35,7 % შეადგენს.

2018 წლიდან ჯანდაცვის მიმართულებას ღვიძლის ტრანსპლანტაციისა და ფარისებრი ჯირკვლის კომპონენტები ემატება.

მისივე თქმით, გაზრდილია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება, რაც პროგრამაში დამატებით 120 ბავშვის ჩართვის შესაძლებლობას იძლევა.

2018 წლის ბიუჯეტის პრეზენტაციის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.  დეპუტატებს დედაქალაქის მერმა და მისმა მოადგილემ ყველა კითხვაზე დეტალური პასუხი გასცეს.

მოგვიანებით საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებმა ბიუჯეტი და მასში ასახული პრიორიტეტები შეაფასეს, რის შემდეგაც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

დედაქალაქის მთავრი ფინანსური დოკუმენტის განხილვას თბილისის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Exit mobile version