Site icon ТБИЛИССКАЯ НЕДЕЛЯ

Заявление прокуратуры Грузии

Прокуратура Грузии прокомментировала заявления, которые Георгий Маргвелашвили сделал в эфире телекомпании «Рустави-2» в связи с уголовными делами, возбужденными прокуратурой против экс-президента Михаила Саакашвили.

«Мы слышим заявления, связанные с конкретными уголовными делами и уголовным преследованием, что является эксклюзивным правом прокуратуры. Напоминаем всем, что прокуратура Грузии и прокуроры в своей деятельности независимы и подчиняются только закону. Институционная независимость прокуратуры Грузии гарантирована Конституцией Грузии и законодательством, а вмешательство в деятельность прокуратуры недопустимо и карается законом», — предупредила прокуратура нынешнего президента.

В ведомстве подчеркнули, что заявления Георгия Маргвелашвили по конкретным уголовным делам некомпетентны, субъективны и нацелены на введение общества в заблуждение.

«Заявления президента и представителей его администрации оставляют впечатление, что они пытаются совместить функции других ветвей власти — прокуратуры и суда, что однозначно выходит за рамки их компетенции», — отмечают в прокуратуре.

16 января вечером в эфире телекомпании «Рустави-2» Георгий Маргвелашвили подробно говорил об уголовных делах, возбужденных прокуратурой Грузии против экс-президента Саакашвили. Приговор, вынесенный Михаилу Саакашвили Тбилисским городским судом по делу Сандро Гиргвлиани, Георгий Маргвелашвили назвал комичным, позорным и ущербным для имиджа Грузии, а относительно уголовного дела о растрате государственных средств заявил, что после предъявленного Саакашвили обвинения в покупке пяти пиджаков Интерпол прекратил розыск бывших грузинских чиновников по красному циркуляру.

საქართველოს პროკურატურის განცხადება

2018-01-17 20:23:16 ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან, საქართველოს პროკურატურისა და პროკურორების მიმართ გაკეთებულმა უსაფუძვლო განცხადებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რაც დაკავშირებულია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების წარმოებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებასთან, რაც პროკურატურის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შევახსენებთ ყველას, რომ საქართველოს პროკურატურა და პროკურორები თავის საქმიანობაში არიან დამოუკიდებელნი და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. საქართველოს პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ხოლო პროკურორის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და ისჯება კანონით. გაკეთებული განცხადებები კონკრეტულ საქმეებზე, რომლებზეც ჩატარებულია მრავალმხრივი და სრულფასოვანი გამოძიება, ასევე მიმდინარეობს სასამართლო განხილვები და არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები, არის არაკომპეტენტური, სუბიექტური და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ერთადერთი ორგანო, რომელსაც პროკურატურის გადაწყვეტილებების რევიზია შეუძლია არის სასამართლო, რაც ასევე გარანტირებულია კონსტიტუციით. პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებები აშკარად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ისინი ცდილობენ შეითავსონ ხელისუფლების სხვა შტოების, პროკურატურისა და სასამართლოს ფუნქციები, რაც ცალსახად სცილდება მათი კომპეტენციის ფარგლებს. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს პრეზიდენტს თავი შეიკავოს მოწოდებებისგან პროკურორების მიმართ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რადგან ნებისმიერი მსგავსი მოწოდება ტოვებს პროკურატურაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შთაბეჭდილებას, რაც რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად პროკურატურის მუშაობის დამოუკიდებლობის პრინციპთან. პროკურატურა მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრული საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და ვერც ერთი პოლიტიკური პირის განცხადება ანდა ქმედება ვერ მოახდენს ზეგავლენას პროკურატურის, თუ ნებისმიერი პროკურორის საქმიანობაზე.

Exit mobile version