Site icon ТБИЛИССКАЯ НЕДЕЛЯ

Сербия ввела безвизовый режим для граждан Грузии

Сербия ввела безвизовый режим для граждан Грузии

Сербия ввела безвизовый режим для граждан Грузии,об этом премьер заявил на встрече с председателем парламента Сербии Майей Гойкович 26 января.

«У наших стран много общего. Так что, вполне естественно, что связи между нашими странами укрепляются. Хочу поблагодарить вас за поддержку очень важного вопроса — суверенитета и территориальной целостности Грузии на различных международных форумах. Также хочу поблагодарить за ваше политическое решение о введении безвизового режима для граждан Грузии — владельцев обычных паспортов», — заявил Квирикашвили.

По его информации, в этом году в Тбилиси состоится грузино-сербский бизнес-форум, на который ожидается приезд делегации сербских бизнесменов. По мнению Квирикашвили, этот форум будет способствовать активизации торгово-экономического сотрудничества.

«В этом году мы ожидаем делегацию сербских бизнесменов для участия в тбилисском бизнес-форуме. У нас нет интенсивных торговых взаимоотношений. Так что это будет хорошая возможность для развития нашей двусторонней торговли и даст толчок инвестиционным взаимоотношениям», — подчеркнул премьер.

Майя Гойкович целью своего визита в Тбилиси назвала углубление двусторонних отношений и активизацию сотрудничества.

«Я представляю здесь наших граждан, и именно по желанию наших граждан мы устанавливаем еще более тесные отношения. Этот визит можно рассматривать как начало, которое даст толчок развитию сотрудничества как на парламентском, так и в целом — на политическом уровне», — заявила спикер сербского парламента.

Незадолго до визита Майи Гойкович югоосетинские СМИ сообщили о визите в Сербию президента Южной Осетии Анатолия Бибилова. Проведенные им в ходе этого визита встречи вызвали в политических кругах Грузии волнения и опасения, что Сербия может официально признать независимость Южной Осетии. Оппозиция же прямо обвинила правительство Грузии в «проведении непоследовательной и уступнической политики в отношении России и оккупированных территорий.

Ранее на встрече с председателем парламента Грузии Ираклием Кобахидзе грузинские журналисты попытались задать этот вопрос гостье, но им не дали такую возможность. Обошли представители СМИ вопрос визита Бибилова и на встрече с премьером.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს მაია გოიკოვიჩს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაზე, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ხელს შეუწყობს ერთობლივი ბიზნესფორუმი, რომლის გამართვა თბილისში მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება.

პრემიერ-მინისტრმა სერბეთის რესპუბლიკას ჩვეულებრივი პასპორტებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა. მივესალმებით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებას. ჩვენს ქვეყნებს ბევრი აქვთ საერთო. ასე რომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები მტკიცდება. მადლობას მოგახსენებთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების — ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე. ასევე მადლობას მოგახსენებთ თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, ჩვეულებრივი პასპორტით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. ჩვენი ველით სერბეთის ბიზნესმენთა დელეგაციის ჩამოსვლას წელს თბილისის ბიზნესფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ არ გვაქვს ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები. ასე რომ, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა ჩვენი ორმხრივი ვაჭრობისთვის და საინვესტიციო ურთიერთობებისთვის ბიძგის მისაცემად”, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა. მაია გოიკოვიჩმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის გააქტიურება.

„ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს მოქალაქეებს, და სწორედ ჩვენი მოქალაქეების ნებაა, რომ ჩვენ დავამყაროთ კიდევ უფრო ახლო ურთიერთობები. ეს ვიზიტი უნდა განვიხილოთ, როგორც მხოლოდ დასაწყისი, რომელიც ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას როგორც საპარლამენტო, ისე, ზოგადად, პოლიტიკურ დონეზე”, — აღნიშნა მაია გოიკოვიჩმა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას და ორი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს პარლამენტთაშორისი კავშირების განვითარების დინამიკას, რასაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში მოქმედი მეგობრობის ჯგუფების საქმიანობა.

Exit mobile version