Премьер-министр Грузии: пришло время оставить в прошлом эпоху черных джипов
. © 

Премьер-министр Грузии: пришло время оставить в прошлом эпоху черных джипов

Премьер-министр Грузии Георгий Квирикашвили призвал членов правительства оставить в прошлом эпоху черных джипов и пересесть на машины других цветов.

«Думаю, настало время завершить в Грузии эпоху черных джипов, так как это всех раздражает, и, не скрою, меня в том числе. Это в определенной степени утвердившаяся практика, и, думаю, когда будет разговор о замене автопарка, мы должны будем отказаться от этого черного цвета», — сказал Квирикашвили на заседании правительства.

По его словам, пора переходить на экологически чистый транспорт. Процесс должен начаться в первую очередь с министров, а уже далее охватить всех представителей власти, в том числе силовых структур.

«Никто не писал правил о том, что должны ездить именно на черных джипах, в том числе правоохранители. Это начнется с министров, но постепенно распространится везде. Мы не сможем это сделать сразу же, конечно, для этого понадобится большой финансовый ресурс, но начнем министры, и в дальнейшем пусть остальные берут с нас пример», — подчеркнул Квирикашвили.

Исключением будут встречи иностранных делегаций, если того потребует этикет.

ვფიქრობ, დროა, საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა დავასრულოთ, რადგან ეს ყველას აღიზიანებს და არ დაგიმალავთ, მეც, მათ შორის. ეს არის გარკვეულად დამკვიდრებული პრაქტიკა და ვფიქრობ, როდესაც საუბარი იქნება ავტოპარკის შეცვლაზე, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი უნდა ვთქვათ.

დროა, გადავიდეთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ჩავანაცვლოთ ავტომანქანები, პირველ რიგში მინისტრების დონეზე, მაგრამ ეს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთლიანად ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხებათ, მათ შორის ძალოვან უწყებებსაც. არავის დაუწერია წესი, რომ მაინცდამაინც შავი ჯიპით უნდა იაროს თუნდაც სამართალდამცავმა. ეს პროცესი დაიწყება მინისტრებისგან, მაგრამ თანდათან გავრცელდება ყველგან. ამას ერთბაშად ჩვენ ვერ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ამას დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდება, მაგრამ დავიწყოთ მინისტრებმა და შემდეგ მოგვბაძავენ სხვებიც.

მე უკვე ვესაუბრე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს და თუ დელეგაციების დახვედრისას, თუ ამას მოითხოვს ეტიკეტი, შეიძლება, გამონაკლისი დავუშვათ. არც ერთი სხვა შემთხვევა ჩემთვის მისაღები არ იქნება, პირდაპირ ვამბობ ამას.

მგონია, რომ შავი მანქანების ეპოქა უნდა დავასრულოთ. საერთაშორისო ორგანიზაციები თეთრი მანქანებით მოძრაობენ და არ მგონია, რომ სხვა ფერის მანქანით სარგებლობა უსაფრთხოების კუთხით რაიმე კომპრომისს უკავშირდებოდეს.

ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ საპილოტე ნაბიჯი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ყველამ ერთად განვახორციელეთ, იყო იაპონიის მთავრობისგან ძალიან დიდი საჩუქარი. იგივე სტანდარტი ჩვენ, თანდათან, მთელს მთავრობაში უნდა მივიღოთ და უარი ვთქვათ შავი, დაბურული ჯიპებით სიარულზე.