Site icon ТБИЛИССКАЯ НЕДЕЛЯ

В Тбилиси начал работу  европейский авиационный форум CONNECT 2018

В Тбилиси начал работу  европейский авиационный форум CONNECT 2018
Слева директор «Объединения аэропортов Грузии» Кетеван Алексидзе

В Тбилиси начал работу  европейский авиационный форум CONNECT 2018.

На форум прибудут представители 65 авиакомпаний и 250 аэропортов, которые обсудят проблемы, существующие в сфере авиационного транспорта, а также развитие грузинского авиарынка.

В рамках 15-го по счету форума делегаты рассмотрят вызовы в сфере воздушного транспорта и заложат фундамент для новых сотрудничеств между авиакомпаниями и аэропортами. Одной из главных тем обсуждения будет будущее развитие и налаживание связей в сфере воздушного транспорта. Ожидается, что после проведения форума грузинским рынком заинтересуется еще больше иностранных авиакомпаний.

«В первую очередь, в течение 6-7 месяцев во всем авиационном секторе крутилась реклама Грузии в связи с тем, что данное мероприятие проходит в Грузии. В рамках этого разговор был не только о том, что мероприятие проходит в Грузии, но и о том, почему именно это мероприятие стоит посетить в Грузии, какие возможности есть у Грузии и что мы можем предложить», — сказала директор «Объединения аэропортов Грузии» Кетеван Алексидзе журналистам.

По ее словам, у всех участников мероприятия будет возможность не только увидеть Тбилисский международный аэропорт и гостиницу, где будет проходить форум, но и отправиться на экскурсию по столице и за ее пределами.

«Один из делегатов сказал мне вчера, что пребывает в абсолютном восторге от Грузии, особенно когда он получил грузинское вино на паспортном контроле. Он сказал, что, если бы не это мероприятие, он никогда бы не смог приехать в Грузию, увидеть красивый город и все те возможности, которые у нас есть», — отметила Алексидзе.

В форуме примут участие представители всемирно известных авиакомпаний FlyDubai (ОАЭ), Air France (Франция), Omni Air International (США), Lufthansa (Германия), Pegasus Airlines (Турция), Wizz Air (Венгрия), SWISS International Air Lines (Швеция).

Из России участницами форума станут представители международных аэропортов «Жуковский» (Москвы), «Пулково» (Санкт-Петербурга), Казани и Краснодара, а также представители авиакомпаний – «Аэрофлот», «Победа», «Северсталь», «UVT aero».

Организатором форума выступает «Объединение аэропортов Грузии» при полной поддержке правительства.

Международный авиационный форум основан в 2004 году Airport Agency France. Его целью является развитие гражданской авиации. Форум проводится раз в год. В 2017 году авиафорум состоялся на французском острове Корсика, в городе Аяччо.

სასტუმრო «ბილტმორში“ ევროპის საავიაციო ფორუმი CONNECT2018 გაიხსნა, რომელსაც თბილისი სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. რიგით მე-15 საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობას 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი იღებს. ღონისძიების ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს «საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ და საფრანგეთის აეროპორტის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორ კარენ ბუტომ, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორია, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს, ასევე, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ ავიამიმართულებაზე თანამშრომლობას. ქეთევან ალექსიძის თქმით, ფორუმის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით და მას მეტი ავიამიმართულებები დაემატოს.

„ღონისძიებას აქვს რამდენიმე მოკლევადიანი და გრძელვადიანი პოზიტიური შედეგი. პირველ რიგში ის, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში 6-7 თვის განმავლობაში საავიაციო სექტორში ტრიალებდა საქართველოს რეკლამა, იმასთან დაკავშირებით, რომ CONNECT2018 ტარდება საქართველოში. საუბარი იყო იმაზე, რომ არა მხოლოდ ეს ღონისძიება ტარდება საქართველოში, არამედ იმაზეც, თუ რატომ უნდა დაესწრონ ფორუმს, ასევე რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს და რისი შეთავაზება შეგვიძლია.  ეს არის მყისიერი ცნობადობის ამაღლება საქართველოს შესახებ.

უშუალოდ ღონისძიების ფარგლებში ჩამოვიდა 500-ზე მეტი დელეგატი. ეს არის პრაქტიკულად, ტურიზმში პირდაპირი კონტრიბუცია. დელეგატები ათვალიერებენ საქართველოს, ძალიან ბევრი მათგანი ადრე ჩამოვიდა. მათი დიდი რაოდენობა ფორუმის შემდეგ რჩება და აგრძელებს საქართველოში მოგზაურობას. გუშინ ერთ-ერთმა დელეგატმა აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია საქართველოთი, ძალიან გაეხარდა, როდესაც ღვინო გადასცეს საპასპორტო კონტროლზე და აღნიშნა, რომ არა ეს ღონისძიება, ის ვერასოდეს მოახერხებდა საქართველოში ჩამოსვლას და იმ ღირშესანიშნაობების დათვალიერებას, რაც ქვეყანას გააჩნია.

აქ იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იღებენ გადაწყვეტილებას,   სად უნდა იფრინოს ამა თუ იმ ავიაკომპანიამ. მათთვის იმ შესაძლებლობის მიცემა, რომ ნახონ აეროპორტი, სასტუმროები, ქალაქი, ყველაფერი ის, რაც ტურიზმის კუთხით შეგვიძლია შევთავაზოთ, არის ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა.

გრძელვადიან პერსპექტივებს რაც შეეხება, არის ის, რომ იქნება ახალი ავიაკომპანიები, ეს ნიშნავს ახალ მგზავრებს, ეს არის დამატებითი შემოსავალი აეროპორტისთვის და ყველა იმ სექტორისთვის, რასაც კავშირი აქვს ტურიზმთან, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან.

ბოლო პერიოდის სიახლე, რაც ვიზალიბერალიზაციამ მოგვცა — უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ეს არის ახალი შეთავაზება რაც ჩვენ გვაქვს და ძალიან მომხიბვლელია  ავიაკომპანიებისთვის. ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს ჩანიშნული და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში კონრეტული შედეგები გვექნება. “ — ქეთევან ალექსიძემ.

CONNECT 2018-ის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, საფრანგეთის აეროპორტის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა კარენ ბუტომ, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორია, აღნიშნა, რომ ფორუმი მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობას მსოფლიოში.

„ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია და შესაძლებლობებს იძლევა, გაიგოს საავიაციო საზოგადოებამ, თუ რას წარმოადგენს საქართველო, თბილისი. საავიაციო საზოგადოება დიდია და ეს ღონისძიება ერთგვარი პიარია საქართველოს წარმოსაჩენად, როგორც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო დანიშნულების ადგილად. ბევრი აეროპორტის და ავიაკომპანიების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ ევროპიდან ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. გუშინ გვქონდა ფანტასტიური ღვინის ტური კახეთში, დღეს დილიდან კი მათ თბილისი დაათვალიერეს. ვფიქრობთ, რომ ძალიან მაღალი დონის ღონისძიება იქნება“ — განაცხადა საფრანგეთის აეროპორტის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა კარენ ბუტომ.

საქართველოს მთავრობამ რვა თვის წინ გადაწყვიტა CONNECT 2018-ის შერჩევის პროცესში მიეღო მონაწილეობა და საქართველო რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი გამხდარიყო. მასშტაბური,საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.

ღონისძიებაზე უკვე დარეგისტრირდნენ ისეთი წამყვანი ავიაკომპანიები, როგორიცაა: Royal Dutch Airlines, Gulf Air, Wizz Air, Ryanair, Ukraine International Airlines, Turkish Airlines, TUI France, Airzena, SAS Scandinavian Airlines, LOT Polish Airlines, British Airways, Ernest Airlines, Transavia, HOP, MIAT Mongolian Airlines, Tajik Air, PTL Airlines, Flybe, Blue Air, SWISS International Airlines, Iberia, Croatia Airlines, Eurowings, Nordica, Meridiana, Pegasus Airlines, Kuwait Airways, Flydubai, Ellinair, Lufthansa, Volotea, Atlas Global, Air France, air Baltic და სხვა.

Exit mobile version