Site icon ТБИЛИССКАЯ НЕДЕЛЯ

Михаил Джанелидзе призвал нелегальных иммигрантов воспользоваться предложением правительства Германии

Михаил Джанелидзе призвал нелегальных иммигрантов из Грузии воспользоваться предложением правительства Германии

Министр иностранных дел Грузии Михаил Джанелидзе призывает нелегально проживающих в Германии граждан Грузии, которые хотят вернуться на родину, воспользоваться предложением Федеративной Республики Германии.

Как заявил Джанелидзе, это поддержка немецкого правительства, которая содействует гражданам в возвращении в свою страну.

Тем, кто нелегально находится в Германии, и хочет вернуться на родину, правительство Германии предлагает специальные условия, финансовую помощь и возмещение расходов, необходимых для возвращения в Грузию . Сумма довольно значительная», — заявил Михаил Джанелидзе .

По его словам, внешнеполитическое ведомство максимально широко и активно будет распространять эту информацию по своим каналам, диаспорным и соответствующим организациям, чтобы нелегально находящиеся в Германии  смогли воспользоваться новой возможностью и вернуться на родину.

«Мы надеемся, что это принесет конкретные результаты для тех людей, которые хотят вернуться на родину, и я призываю их воспользоваться этой возможностью», — заявил Михаил Джанелидзе.

Федеральное правительство Германии предлагает материальную и нематериальную помощь иностранцам, желающим добровольно вернуться на родину.

Согласно информации МИД Грузии, правительство Германии и Международная организация Миграции осуществляют проект https://www.returningfromgermany.de/ru/  », который предлагает материальную и нематериальную помощь иностранцам, желающим добровольно вернуться на родину. Согласно программе (REAG/GARP) учтено как возмещение расходов на поездку на родину, так и возможность дополнительной финансовой помощи.

Воспользоваться этой программой иностранные граждане могут до 28 февраля. Им же будет выдана дополнительная финансовая помощь в размере 3 000 евро, которую участники программы смогут потратить на обеспечение жилищных условий: оплату аренды жилья, строительных или ремонтных работ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებს მატრიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს
გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: _ „REAG/GARP — Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG);  Government Assisted Repatriation Programme (GARP)“. პროგრამა სამშობლოში  ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია, როგორც სამშობლოში დაბრუნების სამგზავრო ხარჯების ანაზღაურება, ასევე არსებობს დამატებითი ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობა.

პროგრამის მიხედვით, აღნიშნული მხარდაჭერა ვრცელდება   საქართველოს  მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, ვინც გერმანიაში უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, 2017 წლის 27 მარტამდე შევიდა და რომლებსაც ა) უარი ეთქვათ თავშესაფრის მინიჭებაზე გერმანიაში, მაგრამ არ გასულა მათთვის ქვეყნის დატოვებისთვის შესაბამისი უწყების მიერ მიცემული ვადები; ბ) პირებს, რომელთა თავშესაფრის მინიჭების შესახებ განხილვის პროცესი არ დასრულებულა და ასევე გ) საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც დაუკმაყოფილდათ ლტოლვილის სტატუსი, მაგრამ ნებაყოფლობით სურთ საქართველოში დაბრუნება.

პროგრამის მიხედვით, ფინანსურ დახმარებასთან ერთად, ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებს, პროგრამა აძლევს საშუალებას თავად განსაზღვრონ დაბრუნების თარიღი და დაგეგმონ გამგზავრებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები. ისინი მგზავრობენ დამოუკიდებლად და  ოფიციალური უწყების წარმომდგენელი თანმხლები პირის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, მგზავრობის დროს მათ გაეწევათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ასევე უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო პერსონალის თანხლება.

გერმანული მხარის თანახმად, 2018 წლის 28 თებერვლამდე არსებობს შესაძლებლობა, აღნიშნულმა პირებმა მიიღონ  დამატებით 3000 ევრომდე რაოდენობის ფულადი მხარდაჭერა, სამშობლოში საყოფაცხოვრებო პირობების დასაკმაყოფილებლად, მაგალითად: ქირავნობის დასაფარავად, სამშენებლო ან სარემონტო მიზნებისთვის და ა. შ.

პროგრამა მიზნად ისახავს გერმანიაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას და მათ რეინტეგრაციას.

ნებაყოფლობით სამშობლოში დაბრუნების მსურველებს, პროგრამების შესახებ  სრული ინფორმაცია, შეუძლიათ მიიღონ გერმანიის მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში. საინფორმაციო ცენტრების განთავსების ადგილებისთვის იხილეთ შემდეგი ბმული: https://www.returningfromgermany.de/de/centres.

ასევე დაინტერესებულ პირებს  აღნიშნული მხარდაჭერის თაობაზე  დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების საშუალება აქვთ შემდეგ ინტერნეტ მისამართზე: www.returningfromgermany.de, სადაც ინფორმაცია განთავსებულია გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ავღანურ, არაბულ და ირანულ ენებზე.

პროგრამით 2016 წელს საერთო ჯამში 54 000 მა ადამიანმა ისარგებლა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინიტრომ აღნიშნული პროგრამების შესახებ  ინფორმაციის გავრცელების თხოვნით  გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიმართა.

Exit mobile version