Site icon ТБИЛИССКАЯ НЕДЕЛЯ

В Тбилиси проектом концепции развития «ночной экономики» займется Серги Гварджаладзе

Серги Гварджаладзе

Проектом концепции развития «ночной экономики» займется известный телепродюсер, музыкант и опытный менеджер Серги Гварджаладзе, заявил мэр Тбилиси Каха Каладзе на заседании городского правительства.

«Во многих современных странах это направление хорошо развито, и, думаю, что и в Тбилиси должно быть уделено этому внимание. Это способствует развитию малого и среднего бизнеса, созданию новых рабочих мест. Концепция не должна быть только в центральных районах. С помощью осуществления этого проекта, мы можем выйти и в пригород и оживить такие места, где состояние не такое, какое мы все хотели бы видеть», — отметил Каладзе.

Мэр пожелал удачи Гварджаладзе и отметил, что совместными усилиями они сделают много хороших и важных дел для столицы.

Развитие ночного Тбилиси было одним из предвыборных обещаний Каладзе. Он заявлял, что оживление ночной культурной жизни будет способствовать поощрению новых стартапов и увеличению доходов столицы.

კახა კალაძემ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელი, სერგი გვარჯალაძე წარადგინა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელების საშუალებით, დედაქალაქის გარეუბნები განვითარდება.

„ბევრ თანამედროვე ქვეყანაში ძალიან კარგად არის განვითარებული ეს მიმართულება და მგონია, რომ ამას ყურადღება თბილისშიც აუცილებლად უნდა დაეთმოს. ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. კონცენტრაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ცენტრალურ რაიონებსა და უბნებზე. ამ პროექტის განხორციელების საშუალებით, შეგვიძლია, გარეუბნებში გავიდეთ და ისეთი ადგილები გავაცოცხლოთ, სადაც ჯერ ჯერ კიდევ ისეთი მდგომარეობა არ არის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვინდა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა პროექტის ხელმძღვანელს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ერთიანი ძალისხმევით, დედაქალაქისთვის ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

„რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, ვინც მას უხელმძღვანელებს. პროექტს ყველასთვის კარგად ნაცნობი ტელეპროდიუსერი, მუსიკოსი და გამოცდილი მენეჯერი სერგი გვარჯალაძე ჩაუდგება სათავეში. მინდა მას წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით, ჩვენი ქალაქისთვის ძალიან ბევრ სასიკეთო და მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ“, — აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

Exit mobile version