Site icon ТБИЛИССКАЯ НЕДЕЛЯ

Премьер-министр Грузии прокомментировал ответ на свое обращение к высшему руководству России

Премьер-министр Грузии прокомментировал ответ на свое обращение к высшему руководству России

Премьер-министр Грузии Георгий Квирикашвили на заседании правительства 14 марта прокомментировал ответ Департамента информации и печати МИД РФ  на свое обращение к высшему руководству России, в котором говорил о необходимости совместных шагов по урегулированию двусторонних отношений и решению вопроса выдачи грузинской стороне тела Арчила Татунашвили.

По мнению премьер-министра, его обращение уже привело к определенным результатам, так как задержанные вместе с Татунашвили двое граждан Грузии освобождены и вернулись домой. Георгий Квирикашвили выразил сожаление, что вопрос передачи тела Татунашвили решить пока не удалось.

Оценки, которые по поводу его обращения к России сделали представители грузинской оппозиции, премьер-министр назвал абсурдными и подчеркнул, что все его шаги служат интересам страны и направлены на предотвращение очень тяжелых провокаций.

«В течение последних дней я выслушал много очень абсурдных оценок того заявления, которое я сделал. Хочу четко заявить, что каждый наш шаг, конечно, служит интересам нашей страны, и когда это нужно нашей стране, когда речь идет о предотвращении очень тяжелых провокаций и обеспечении стабильности в стране, мы, политики, должны сделать все для уменьшения напряженности, даже за счет собственного имиджа», — заявил Квирикашвили.

По его же оценке, в стране создана очень нездоровая среда, подталкивающая политиков на шаги, которые могут принести всем непоправимые последствия.

«Хочу сказать, что та очень нездоровая среда, которая создана в нашей стране, когда мерилом нашего патриотизма и любви к родине мы сделали остроту заявлений, очень вредна. Эта среда может подтолкнуть политиков на такие шаги, которые принесут нашей стране непоправимые последствия. Мы должны попытаться сделать максимум для обеспечения неуклонной, последовательной защиты интересов нашей страны, выполнения мандата, присвоенного нашим населением, и обеспечения стабильности. Это была есть и будет наша главнейшая цель», — заявил премьер-министр.

Что касается ответа России и пространства для диалога, Квирикашвили отметил, что для этого и существует Женевский формат, и в этом формате будут сделаны все шаги, которые принесут стране даже малый прогресс.

«Этот небольшой прогресс является источником стабильности в Грузии и очень нужен нашей стране. Мы надеемся, что большинство нашего населения абсолютно правильно оценивает то, что происходит в нашей стране», — подчеркнул премьер.

მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო იმ უმძიმეს ფაქტს, რომელიც ცხინვალში მოხდა. მოგეხსენებათ, ამ ძალიან მძიმე ფაქტს ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეეწირა და ორი ადამიანი დააპატიმრეს უკანონოდ. ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა ჩარეულიყვნენ ამ პროცესში. ასევე, მე სპეციალური განცხადებით მივმართე რუსეთის ფედერაციას. დღესდღეობით ასეთი სიტუაცია გვაქვს — ჩვენი ორი მოქალაქე გათავისუფლებულია და ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ, რაც უდავოდ კარგია. სამწუხაროდ, ამ მომენტამდე ვერ მოხდა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება.

ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე უამრავი ძალიან აბსურდული შეფასება იმ განცხადებისა, რომელიც მე გავაკეთე. მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, როდესაც საუბარია ძალიან მძიმე პროვოკაციების თავიდან აცილებაზე და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ დროს, რათა დაძაბულობა შევანელოთ, თუნდაც ეს გადიოდეს ჩვენი საკუთარი იმიჯის ხარჯზე და ხაზზე. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან არაჯანსაღი გარემო, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, როდესაც ჩვენ პატრიოტიზმის და ქვეყნის სიყვარულის საზომად ჩვენი განცხადებების სიმწვავე ვაქციეთ, არის ძალიან დამაზიანებელი. ამ გარემოს შეუძლია, უბიძგოს პოლიტიკოსებს, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მაქსიმალური გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენ ქვეყნის ინტერესების განუხრელი, თანმიმდევრული დაცვა, იმ მანდატის აღსრულება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოგვანიჭა და ქვეყანაში სტაბილური ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა. ეს იყო, არის და იქნება ჩვენი უმთავრესი მიზანი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს.

მინდა, ასევე აუცილებლად აღვნიშნო იმ პასუხის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მივიღეთ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიძლება არ იყოს მისაღები ამ პასუხში, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად სათქმელია — ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი სივრცე შეიქმნას. არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი და ამ ფორმატში გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც თუნდაც მცირე პროგრესს მოგვიტანს. ეს მცირედი პროგრესი არის საქართველოში სტაბილურობის წყარო და ამ არეულ მსოფლიოში თუ რამ სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ეს არის სტაბილური ცხოვრების საშუალება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა აბსოლუტურად ჯანსაღად აფასებს იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება.

Exit mobile version