Site icon ТБИЛИССКАЯ НЕДЕЛЯ

Граждане Грузии проживающие за рубежом смогут бесплатно получить удостоверения личности

Граждане Грузии проживающие за рубежом в течение трех месяцев смогут бесплатно получить удостоверения личности — ID карты.

Акция связана с предстоящими президентскими выборам Грузии, которые состоятся осенью 2018 года. Ее целью является усовершенствование единого списка избирателей.

«Граждане Грузии, вне зависимости от возраста и страны пребывания, с сегодняшнего дня в течение следующих трех месяцев смогут воспользоваться бесплатной акцией, которая касается удостоверения личности гражданина Грузии», — сказала министр юстиции Тея Цулукиани на брифинге.

Часто граждане Грузии не могут участвовать в выборах за пределами страны из-за отсутствия удостоверения личности.

В рамках этой же акции по льготным ценам — за 50 долларов вместо 130, находящиеся за рубежом граждане Грузии смогут получить паспорт. Срок выдачи паспорта в данном случае будет два месяца.

Детальная информация об условиях акции размещена на сайтах Дома юстиции psh.gov.ge и Агентства по развитию государственных сервисов sda.gov.ge. Либо можно связаться с представителями Минюста по Skype по адресу sda.gov.ge или по телефону на номера 2 405 405 и 2 401 010.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 15 მაისიდან პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ, ხოლო პასპორტებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით − 50 დოლარად. ამის შესახებ თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აქციის მიზანი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების დახვეწა და მასში საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების უტყუარი და სანდო ბიომეტრიული მონაცემების არსებობაა.

პირადობის მოწმობების უფასოდ აღებას უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები 3 თვის განმავლობაში შეძლებენ, ხოლო პასპორტებზე შეღავათიანი ფასი 2 თვის განმავლობაში შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ აქცია არ ითვალისწინებს ასაკობრივ შეზღუდვას. მის ფარგლებში საიდენტიფიკაციო დოკუმენტების აღებას უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს.

პასპორტისა და პირადობის მოწმობის აქცია მნიშვნელოვანი შეღავათია უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, რაც დამატებით მოტივაციას გაუჩენს მათ, განაახლონ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კი, შესაძლებლობა ექნება, დააზუსტოს მათ შესახებ დღეისათვის ბაზაში დაფიქსირებული მონაცემები.

მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების არქონა პრობლემებს უქმნის საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს, მათ შორის, საარჩევნო უფლების რეალიზაციაში. უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ბიომეტრიული მონაცემები პირადობის მოწმობებისა და პასპორტების აღების შემდეგ მოხვდება მონაცემთა ერთიან ბაზაში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამომრჩეველთა სიის სრულყოფას, გაზრდის მის სანდოობას. გარდა ამისა, პასპორტის ან პირადობის მოწმობების ვადის გასვლის გამო, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, ვერ ახერხებენ საქმისწარმოებას, საზღვრის კვეთას; ვერ სარგებლობენ ელექტრონული სერვისებით, რომელთაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს აქციით სარგებლობა ამ პრობლემასაც გადაჭრის.

აქციის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ვებგვერდებზე (sda.gov.ge; psh.gov.ge); სკაიპის მისამართსა (sda.gov.ge) და ტელეფონის ნომრებზე: 2 405 405 და 240 10 10.

Exit mobile version